in

მარსის როვერმა წითელ პლანეტაზე წყლის ნიშნები აღმოაჩინა!

მართალია, მარსის ზედაპირი მშრალი ნიადაგით, უკიდურესი ტემპერატურითა და წარმოუდგენლად ტოქსიკური ჰაერით საკმაოდ უკაცრიელ ადგილს ჰგავს, მაგრამ მაინც არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ იგი ოდესღაც მეტად თბილი და წყლით სავსე პლანეტა იყო…

M2
M2

ამჯერად კი ჩინეთის მეცნიერების აკადემიის უახლესი კვლევის ფარგლებში, Zhurong-ის როვერი Utopia Planitia-ს რეგიონში მარილით მდიდარ დიუნებს დააკვირდა, რომლებიც ბზარებით იყო წარმოდგენილი. ხოლო დღეს იგი რამდენიმე ასეული წლის წინ მარსზე წყლის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. 

როგორც მკვლევრები აცხადებენ, კონკრეტული დიუნები მარსის ჩრდილოეთით ძალიან ჰგავს იმ დიუნებს, რომლებიც დედამიწაზე თითქმის ყველა უდაბნოში გვხვდება. მას კი ძლიერი ქარის შედეგად ვიღებთ. ხოლო უახლეს კვლევაში დიუნებზე დაკვირვებისას მკვლევრებმა ქერქები, ბზარები და აგრეგატები აღმოაჩინეს, რომლებიც ყინვის ან მინერალური მარილების მქონე თოვლისგან შეიძლება ჩამოყალიბებულიყო…

საინტერესო კი ის არის, რომ თუ სხვა მახასიათებლები მილიარდობით წლის წინ ჩამოყალიბდა, მეცნიერების თქმით, ეს უკანასკნელი 1.4 მილიონიდან 400 000 წლამდე უნდა ჩამოყალიბებულიყო. 

ეს აღმოჩენა ნათელს ჰფენს მარსის თანამედროვე კლიმატის მეტად ნოტიო პირობებს და მომავალი საძიებო მისიებისთვის მნიშვნელოვან მინიშნებებს გვთავაზობს, მისიებისთვის, რომლებიც არსებული სიცოცხლის ნიშნებს ეძებს, — აცხადებენ მკვლევრები. 

ეს ყველაფერი იმაზეც მიგვითითებს, რომ მარსზე ცოტა ხნის წინ ჰიდროლოგიური ციკლი არსებობდა, თანაც იმაზე ბევრად ადრეულ პერიოდში, ვიდრე აქამდე ეგონათ. მეცნიერებმა კონკრეტული საკითხის გამოკვლევისას კომპიუტერული სიმულაციებიც ჩაატარეს და იგი სხვა რობოტული მისიების დაკვირვებებთან გააერთიანეს. შედეგად დაასკვნეს, რომ წელიწადის კონკრეტულ დროებში პირობები, შესაძლოა, ყინულის ფორმირებისთვის ყოფილიყო შესაფერისი. 

საინტერესოა ისიც, რომ კონკრეტული კვლევა 1970-იანი წლების ბოლოს ჩატარებულ NASA-ს Viking 1 და 2 მისიებს ეთანხმება — მეცნიერები ზოგადად ფიქრობდნენ, რომ დილის ყინვა მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციებზე და მკაცრად შეზღუდულ ადგილებში ხდებოდა. ეს კი უკვე იმაზე მიგვითითებს, რომ მარსზე შეიძლება არსებობდეს თხევადი წყლის პერიოდული სივრცეები, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირე უნდა იყოს… გამოდის, თუ ეს სიმართლეა, წითელ პლანეტაზე სადღაც ნაყოფიერი მიწაც უნდა არსებობდეს, მაგრამ მეცნიერები ამას დარწმუნებით ვერ გვეუბნებიან მანამ, სანამ საჭირო კვლევებს არ ჩაატარებენ.

Young Lions Georgia 2023-ის დიჯითალის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

Mirinda-მ განახლებული ვიზუალური იდენტობა წარადგინა