14
Mar
2019

TTM Group-ის მოწყობილობით, მძღოლები დაშვებულ სიჩქარეს ვეღარ გადააჭარბებენ

14 Mar 2019

Startauperi
Startauperi


„ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა“, – ამბობენ სტარტაპერები და მათ შორის, TTM Group-ის დამფუძნებლებიც. სწორედ ამიტომ, ვახო იაშვილმა – იდეა, რომ ავტოტრანსპორტირება უფრო უსაფრთხო გაეხადა, დიტო აბაშიძესა და გიორგი ესვანჯიასთან ერთად, ავტომობილის სიჩქარის დინამიკური რეგულირების ჭკვიანი მოწყობილობა შექმნა და ტექნოპარკის თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა.

მოწყობილობა ავტომობილის მძღოლს საშუალებას არ აძლევს, გზაზე დაწესებული სიჩქარის ლიმიტს გადააჭარბოს. ამის გარდა, საწვავის ეკონომიას ახდენს და GPS Tracking სფეროში რამდენიმე ფუნქციის: იმობილიზატორი (immobilizer – ავტომობილის უნებართვოდ გამოყენების შეზრუდვა) და ჯეოფენსინგის (geofencing – ვირტუალური გეოგრაფიული საზღვრები) სერვისების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, – ვახო იაშვილი.

მოწყობილობა GPS ტრეკერის დამატებითი გაჯეტია და ამგვარად მუშაობს: GPS ტრეკერსა და ასევე, ავტომობილის აქსელერაციის პედალს უერთდება. ასე, GPS ტრეკერიდან, მოწყობილობა ყველანაირ საჭირო ინფორმაციას იღებს: რა გზაზე გადაადგილდება, რა სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი და როდესაც მძღოლი სიჩქარეს აჭარბებს, მოწყობილობა უფუნქციოს ხდის აქსელერაციის პედალს. რაც მთავარია, შენელება მყისიერად არ ხდება.

M: ვახო, რა ხდება მაშინ, როცა დაშვებულ ლიმიტზე გადაჭარბება აუცილებელი ხდება… სარისკო სიტუაციებში როგორ მუშაობს მოწყობილობა?
ავტომობილის გასასწრებად ან რაიმე სარისკო სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, მოწყობილობას დამატებითი ფუნქციები აქვს. აქსელერაციის პედალზე ორჯერ დაჭერით, მძღოლი დაშვებულ სიჩქარეზე +20კმ/სთ-ით აჩქარების საშუალებას იძლევა.

M: რა ბიზნეს მოდელით მუშაობს TTM Group? და კონკრეტულად, რა აუდიტორიას უნდა მიწვდეთ თქვენი მომსახურებით? 
კომერციულ ავტომობილებში ვინც მოიაზრება, თითქმის ყველას: კერძო ავტოპარკები, ავტოგაქირავების კომპანიები, ტაქსი პარკები და ა.შ. რაც შეეხება ბიზნესმოდელს, ჩვენს მოწყობილობას GPS ტრეკინგ კომპანიებზე ვყიდით და TTM Group-ის სერვისს ამ კომპანიების გავლით იღებს მომხმარებელი. ისინი ნერგავენ ახალ, გაუმჯობესებულ სერვისებს და სწორედ ამიტომ, ბაზრის ათვისებას მათი მეშვეობით ვგეგმავთ.M: ამჟამად, რა ეტაპზე ხართ? როდის იწყებთ პროდუქტის წარმოებას?
მოწყობილობა სრულად ფუნქციურია და მისი GPS ტრეკინგ პლატფორმაზე ინტეგრირება დაგვრჩა. ამჟამად, პროგრამულ ნაწილს გავდივართ და წესით, მარტის ბოლოს საქართველოს ბაზარზე შემოვალთ.

სამომავლოდ გვინდა, მოწყობილობას თუ რაიმე ფუნქციის დამატება დასჭირდა, მისი გამოცვლა არ იყოს საჭირო, პროგრამიდან პლატფორმაზე აფდეითის გაკეთებით, მასზე ცვლილებები პირდაპირ აისახოს.

განხილვა