in

ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხანძრეებისთვის ინოვაციური ჩაფხუტი შექმნეს

მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებს განსაკუთრებით რთული მოვალეობა აკისრიათ, ყოველთვის სათანადოდ დაცულები არ არიან თავიანთი აღჭურვილობით. აქ ძირითადი აქცენტი ჩაფხუტზეა, რადგან მისი ერთი ვერსია ხანძარსაწინააღმდეგოა, მეორე კი ბალისტიკისთვისაა განკუთვნილი — სხვა სიტყვებით, არ არსებობს ისეთი მოდელი, რომელიც ორივესგან ერთდროულად დაიცავს ადამიანს.

ახლა კი ტეხასის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ქვეყნის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (TTU) სრულიად ახალი ჩაფხუტი შეიმუშავა, რომელიც თერმულ და ბალისტიკურ დაცვას აერთიანებს. პროექტის ფარგლებში კევლარის ბოჭკოები გამოიკვლიეს — მასალა, რომელიც დნობას 560°C-ზე იწყებს და დიდი ხანია, ბალისტიკურ ჩაფხუტებსა თუ ჯავშანჟილეტებში გამოიყენება. ამავდროულად, შეისწავლეს პოლიესტერის ფისები, ასევე მაღალი ტემპერატურის გამძლეობით.

კიდევ ერთი კომპონენტი, რომელზეც ინჟინრები მუშაობენ, არის ჩაფხუტის სიმძიმის ცენტრი და შემდგომი სტაბილურობა. თუ თავსაბურავი ძალიან მძიმე იქნება, მეხანძრეები ხერხემლისა და კუნთების დაზიანების საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან… ამიტომაც, ისეთი ბალანსის დაცვა იყო საჭირო, რომელიც თან მსუბუქი იქნება სატარებლად და თან დიდ სიმძიმესაც გაუძლებს.

გარდა ამისა, მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება თავებისა და კისრის რეალისტური მოდელების შესაქმნელად. NextGen-ის ჩაფხუტს შეიძლება ჩაშენებული სასუნთქი აპარატი და საკომუნიკაციო სისტემებიც მოჰყვეს, რათა ზედმეტი მოწყობილობების ტარება არ გახდეს საჭირო.

იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტური იქნება პროტოტიპი რეალური ცეცხლისა და სროლების შემთხვევაში, ჩაფხუტს სპეციალური ტესტირება მოუწყვეს. შედეგები კი დამაიმედებელი აღმოჩნდა.

4 გზა თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებლად

ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ინვესტორს შორის დასახელებული ანტრეპრენერი ქართულ სტარტაპებს BTU-ში შეხვდება