პასუხისმგებლობის აღება ძლიერი ლიდერობის მნიშვნელოვანი ელემენტია. ხელმძღვანელები კი პასუხისმგებლობას მაშინ იღებენ, როცა სხვები სულ რაღაცებს იმიზეზებენ… ეუფლებიან სხვის დავალებებს, ემოციებს, შეცდომებსა და პრობლემებს. ეს ადამიანები შაბათ-კვირასაც კი მუშაობენ და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ, რათა გუნდს მუშაობა შეუმსუბუქონ…
უდავოა, რომ ეს უფრო მეტად შეცდომას ჰგავს, ვიდრე პასუხისმგებლიანობას. მაგრამ, როცა სასწორი ზედმეტი პასუხისმგებლობისკენ იხრება, ამას როგორც ხელმძღვანელები, ისე გუნდიც განიცდის. ზედმეტად პასუხისმგებლობიანი ლიდერები მუდმივად ძალიან დატვირთულები არიან, რასაც ისინი გადაღლილობამდეც მიჰყავს. ხელმძღვანელების ეს თვისება კი ზოგიერთი თანამშრომლის უფლებამოსილებასაც ეხება, ამცირებს მას და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანისკენაც უბიძგებს. ხოლო თუ ამ უკმაყოფილებას ფარულად გრძნობთ, ეს თქვენს გუნდს შეუძლია გააკონტროლოს და თქვენი უარყოფითი ემოციებიც კი დაიჭიროს.
ხშირად ამახვილებთ ყურადღებას სხვების საჭიროებებზე და უარყოფთ თქვენსას? ხშირად ახსენებთ სხვებს, რა არის გასაკეთებელი და წუხდებით, როცა ხედავთ, რა უპასუხისმგებლოდ იქცევიან? ან ამბობთ „დიახ“-ს იმ საქმეების უმეტესობაზე, რომლის შესრულებასაც გთხოვენ, თუმცა შემდეგ თავს კარგად არ გრძნობთ? თუ რაღაც არასწორად მიდის, ამას სრულად საკუთარ თავს აბრალებთ? თუ ასეა, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენ პასუხისმგებლობის ზედმეტად აქტიური გრძნობა გაქვთ.
ზედმეტად პასუხისმგებლიანობა კი, თავის მხრივ, რთული ჩვევაა მოსაშორებლად. სხვების დახმარება თავს კარგად გვაგრძნობინებს: თავს კომპეტენტურად ვგრძნობთ, ჩვენი სტრესის დონეს ვამცირებთ და კონფლიქტებს თავიდან ვიცილებთ. ეს ჩვევა თქვენ ირგვლივ მყოფებითაც ძლიერდება, რომლებიც თქვენზე დამოკიდებულნი ხდებიან. თუმცა არ დაელოდოთ იქამდე, სანამ თავს გამოფიტულად არ იგრძნობთ, ამის ნაცვლად, შემდეგი სტრატეგიები უნდა გამოიყენოთ, რათა თქვენი პასუხისმგებლიანობის გრძნობაც დააბალანსოთ.
გამოცადეთ თქვენი შეხედულებები
დააკვირდით, რას ფიქრობთ ზედმეტად აღებულ პასუხისმგებლობებზე… მაგალითად, ალექსს სჯეროდა, რომ მომხმარებლის სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული, ჯოისი კი მიიჩნევდა, რომ მთელი გუნდის ტვირთი მას დააწვა.
ზედმეტად პასუხისმგებლიანობა ხშირად ბავშვობიდან იწყება და იგი თქვენს თვითშემეცნებაშია ჩახლართული. შესაძლოა, ამით ძალიან ამაყობდეთ კიდეც. ხოლო იმის გამო, რომ სუპერ პასუხისმგებლიანები ადრეული ასაკიდანვე იყავით, თქვენი იდენტობა და თვითშეფასება სწორედ მას უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ დაიწყო ეს, თქვენმა რწმენებმა და თვითშეგნებამ, შესაძლოა, არაპროდუქტიულ ქცევებშიც დაგტოვოთ. ხოლო იმისათვის, რომ ამ ჩვევას გაუმკლავდეთ, თქვენი ის შეხედულებები და შიშები შეისწავლეთ, რომლებიც მას აცოცხლებს.
ჩათვალეთ, რომ თქვენ სხვებს აძლიერებთ, როცა მათ კონკრეტული დავალების შესრულებისთვის, საკუთარი პრობლემების გადაჭრისა და შეცდომების საკუთარ თავზე აღებისთვის ბრძოლის საშუალებას აძლევთ. მსგავსად, თქვენ მათ ეხმარებით, გახდნენ მეტად კომპეტენტურები და თავდაჯერებულები.
დააბრუნეთ პასუხისმგებლობები უკან
იმის მიუხედავად კონკრეტული პასუხისმგებლობა თქვენი ნებით აიღეთ თუ არა, ახლა დროა იგი მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნოთ.
დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით. დაადგინეთ ერთი პასუხისმგებლობა, რომელიც კონკრეტულ ადამიანს შეგიძლიათ დაუბრუნოთ. შესაძლოა, ეს პატარა მარტივი დავალების დაბრუნება იყოს ან სხვა გუნდის წევრებისთვის პროექტების დედლაინების შეხსენების პასუხისმგებლობა.
დარწმუნდით, რომ კომუნიკაცია გაქვთ იმასთან, რასაც აკეთებთ და ითანამშრომლეთ გადასვლის გეგმასთან. მაგალითად, ალბათ, უნდა თქვათ: „მე ყველაფერი გავაანალიზე და კონკრეტული პასუხისმგებლობა თქვენ გეკუთვნით. მინდა, რომ ეს შემდეგი კვირიდან დაიწყოთ. რა დაგჭირდებათ ამისთვის ჩემგან?“.
განსაზღვრეთ, რაზე უნდა იყოთ ნამდვილად პასუხისმგებელი
როცა გრძნობთ, რომ მთელი მსოფლიოს ტვირთი თქვენს მხრებზეა, „ტორტის“ სავარჯიშო უნდა ცადოთ. აიღეთ ფურცელი და კონკრეტულ სიტუაციის ყველა მონაწილე ჩამოწერეთ. აქ, შესაძლოა, აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს წევრები, სტრატეგიის კონსულტანტები და სხვა თანამშრომლები აღმოჩნდნენ. შემდეგ კი დახაზეთ წრე და თითოეულ ადამიანსა თუ ჯგუფს შესაბამისი პასუხისმგებლობა მიანიჭეთ. დაამატეთ ამას ხარჯები და შემდეგ დარჩენილი პროცენტი განსაზღვრეთ. ეს უკანასკნელი პასუხისმგებლობის თქვენს რეალურ წილთან იქნება ახლოს. ეს მარტივი სავარჯიშო კი დაგეხმარებათ უკეთ განსაზღვროთ თუ რომელი ტორტის ნაჭერია თქვენი და ეს თავისთავად მეტ შვებასაც მოგიტანთ.
მიიღეთ დახმარება
თუ ძალიან პასუხისმგებლობიანი ხართ, ყველაფერს ეთანხმებით, რასაც გთხოვენ და არავის არაფერს სთხოვთ, ახლა, დროა, გაცემისა და მიღების თანაფარდობა დააბალანსოთ.
ამისთვის, დახმარებების მიღებაში უნდა ივარჯიშოთ. თუ ვინმე თქვენი საქმის გარკვეული წილის გაკეთებას შემოგთავაზებთ, აუცილებლად დათანხმდით. ხოლო თუ ამის გამო თავს შეწუხებულად გრძნობთ, დაფიქრდით, რომ ეს მათ ზუსტად ისე სიამოვნებთ, როგორც თქვენ სხვების დახმარება.
დახმარების მიღება კომფორტულია, ამიტომ, ამისთვის სპეციფიკური თხოვნები უნდა დაიწყოთ. თქვენ მკაფიო და კარგად განსაზღვრული თხოვნები უნდა გქონდეთ და ზოგადად არ უნდა ისაუბროთ, რომ „ამ პროექტში დახმარება დაგჭირდებათ“. დიახ, ხელმძღვანელებში, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, პოზიტიურობის, ინსპირაციისა და გუნდთან კავშირის გრძნობა მაღალია.
გამოიჩინეთ თანაგრძნობა სხვისი პრობლემის საკუთარ თავზე აღების გარეშე
დღევანდელი სამუშაო ძალა მზადაა იყოს დაუცველი და გააზიაროს პირადი გამოწვევები, რაც მდგრადი და ფსიქიკურად ჯანსაღი სამუშაო ადგილის შესაქმნელად გადამწყვეტია. ხოლო ზედმეტად პასუხისმგებლობიან ლიდერებში, რომლებიც სხვების ემოციური ტვირთის საკუთარ თავზე აღებისკენ არიან მიდრეკილნი, ეს, შესაძლოა, პირად ემოციურ ტვირთს დაემატოს. იმისათვის, რომ ნეგატიური ემოციებისგან თავი დაიცვათ და ზედმეტი ემპათიის უარყოფითი მხარეებიც თავიდან აიცილოთ, კოგნიტიურ თანაგრძნობასთან ემოციური თანაგრძნობის დაბალანსება უნდა ისწავლოთ.
იყავით თანამგრძნობი საკუთარი თავის მიმართ
ჩვენი ქცევებისა და ჩვევების შეცვლა საკმაოდ რთულია. ამას ხშირად იმაზე მეტიც სჭირდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ და ეს თავს არაკომფორტულადაც გვაგრძნობინებს. შესაძლოა, თქვენ თავდაპირველად წინააღმდეგობას იმ ადამიანებთან წააწყდეთ, რომლებიც თქვენზე არიან დამოკიდებული…
ამიტომ, იყავით მომთმენი და საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინეთ, როცა გარშემომყოფებთან დაბალანსებული პასუხისმგებლობის ახალ მოდელზე გადახვალთ. უკან სვლა კი ცვლილებების პროცესის ბუნებრივი ნაწილია. წარუმატებლობისას საკუთარი თავის კრიტიკის ნაცვლად, ეს სწავლის შესაძლებლობად მიიჩნიეთ.
თქვენი პირადი პასუხისმგებლობების აღება კი მათ თავიდან არიდებას არ ნიშნავს, ეს უბრალოდ პასუხისმგებლობების დაბალანსებაში დაგეხმარებათ. მსგავსად, თავიდან ზედმეტ სტრესს აიცილებთ და განვითარებაში სხვებსაც დაეხმარებით.
წყარო: HBR