in

რა უნდა გააკეთოთ, თუ სამსახურში თქვენს შრომას ვერ ხედავენ?

M2
M2

ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენი შრომა, მათ შორის წარმატებები, მენეჯერს ყურადღების მიღმა დარჩა? სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე… თუმცა რაღაც რჩევებიც არსებობს, რომლებიც მსგავსი სიტუაციისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ — ფრენსის ფრეიმ და ენ მორისმა TED-ის ახალ პოდკასტში სწორედ ეს საკითხი განიხილეს და რჩევები ნაიას მაგალითზე მოგვცეს, ადამიანის, რომელიც შესრულებული საქმეების უყურადღებოდ დატოვებამ მოტივაციის დაკარგვამდე მიიყვანა. 

პირველი რჩევა საკმაოდ მარტივი იყო, რომ არსებული სიტუაციისთვისა და მენეჯერისთვის მეტად ჰუმანურად შეეხედა — ზოგჯერ, შესაძლოა, მენეჯერთან კარგ თანამშრომლად იმიტომ არ გამოჩნდეთ, რომ კვლავ არსებობდეს იმედგაცრუება… ეს ემოცია კი ნამდვილად არ გამოგადგებათ. უმჯობესი იქნება, თუ მენეჯერის ჰუმანურ მხარეს დააკვირდებით და მიუტევებთ დაშვებული შეცდომებისთვის.

მეორე კი უკვე სტრატეგიაა, რომელიც განსჯის ცნობისმოყვარეობით ჩანაცვლებას გვირჩევს. ან ერთი უნდა აირჩიოთ, ან მეორე, რადგან თუ გაბრაზებული ხართ მენეჯერზე, კონკრეტული სიტუაციის მიმართ ცნობისმოყვარეობას ვერ გამოავლენთ. ხოლო, როცა მენეჯერზე დაფიქრდებით, როგორც ადამიანზე, რომელსაც უამრავი საქმე აქვს, როგორ მოიქცევით? ცნობისმოყვარეობის გამოვლენას ყველაზე კარგად კითხვების დასმით მოახერხებთ. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ, როგორ მოახერხებს თქვენი მიღწევების უკეთ დანახვას ან თუნდაც, რა მეთოდებით შეგიძლიათ გახადოთ მასთან პირისპირ შეხვედრები მეტად პროდუქტიული.

კიდევ ერთი ვარიანტი ღიაობაა — მენეჯერისთვის იმის კითხვა, თუ როგორ წარმოუდგენია თქვენი წარმატება… სამსახურებში მრავალი ცვლილება ხდება, არც რეორგანიზაციებია უცხო, შესაბამისად, შფოთვა და სტრესიც იჩენს თავს. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ ეს რაღაცებზე შეგუების პერიოდში ნორმალურია. 

ცადეთ გააკეთოთ ის, რაც შეგიძლიათ და გაოცდებით, როცა ნახავთ, შედეგად როგორ შეიცვლება სხვა ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ შეადგინოთ სია, თუ როგორ გსურთ იგი შეიცვალოს. ვფიქრობ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით და ეს ამ ამბის მშვენიერი ნაწილია, — ამბობს ფრენსის ფრეიმი, პოდკასტის თანაწამყვანი. 

როგორ მოუტანა წარმატება Nvidia-ს ხელოვნურმა ინტელექტმა?

პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც პროექტების მართვისას გამოგადგებათ