შესაძლოა, თქვენ იცით იმის შესახებ, რომ პლასტმასა წყლის ბოთლებში, პარკებსა და ტანსაცმელებშია, მაგრამ იცოდით, რომ თქვენი ტუჩსაცხებიც სწორედ ამ ნაერთით იყო სავსე? კარგი კი ის არის, რომ სტარტაპი La Bouche Rouge ამ რეალობას ცვლის — 5 წლის წინ პირველი ტუჩსაცხის ხაზი შექმნა, რომელიც პლასტმასას ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავდა, ისიც ჩასადებში. თუმცა ახლა ეს უკანასკნელიც გამოასწორა.
ამასთან, სტარტაპმა სხვა პროდუქტებიც გამოუშვა, ე. წ. rouge, ჰაილაითერი თუ პრიალა ტუჩსაცხი. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი მის მოდულურ სისტემას ესადაგებოდა. თუმცა სილამაზის ინდუსტრიიდან პლასტმასას ამოღება არც ისე მარტივი საქმეა, La Bouche Rouge კი სხვებისთვის მაგალითი უნდა გახდეს. თანაც, ბრენდების უმეტესობა პროდუქტებს პოლიეთილენისგან ამზადებს, რაც პლასტმასის წვრილ ნაწილაკებს წარმოადგენს, ამას ადამიანთა ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენაც აქვს. დაფიქრდით, თუ ტუჩსაცხს ტუჩზე ისვამთ, გამოდის, თქვენ ყოველდღიურად პლასტმასასაც ჭამთ…
კარგი კი ის არის, რომ La Bouche Rouge-ის მსგავსი მისიით, რაც თავის მოვლის პროდუქტებიდან საზიანო ნაერთების ამოღებას ისახავს მიზნად, Beautycounter-მა და Ilia-მაც დაიწყო მუშაობა.
პლასტმასისგან თავისუფალი ჩასადები კი თავდაპირველად ორი სახის იყო, ერთი მრავალჯერადად შეგეძლოთ გამოგეყენებინათ, იგი არც მეტი, არც ნაკლები Hermès-ის ტყავის ნარჩენებისგან მზადდებოდა, მეორე კი ლითონისა და ტყავისგან. თუმცა ახლა ორივე მათგანი სრულად ტყავისგან არის დამზადებული.
გარდა იმისა, რომ La Bouche Rouge პირველი ბრენდი გახდა, რომელმაც ტუჩსაცხიდან პლასტმასის სრულად ამოღება მოახერხა, იგი იმედოვნებს, რომ ინდუსტრიაში სხვებიც მის მსგავსად მოიქცევიან. აქვე შესაბამისი კანონების შემოღებაზეც საუბრობს, მაგალითად, ევროკავშირში 2024 წლისთვის ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების სრულად აკრძალვა იგეგმება. ამას კი ფიქრობენ, რომ სტარტაპის მისიაზე დადებითი გავლენა ექნება.