ბოლო პერიოდში კინემატოგრაფიული რეკლამები განსაკუთრებით პოპულარული გახდა, რადგან ამ პრიზმაში კარგად იკვეთება ნებისმიერი ნარატივის სიმძაფრე და საინტერესო მხარე. ასეთია გერმანული ტურისტული კომპანია Tui-ს უახლესი ვიდეორგოლიც, რომელშიც სხვადასხვა სცენა განსხვავებული ჟანრითაა შთაგონებული.
მთავარი ამოსავალი წერტილი კი უსაფრთხოებაზე ფოკუსირებაა. თითქოს, სრულიად მოულოდნელ და შეუსაბამო სიტუაციებში უცბად იჩენს თავს სხვადასხვა ხრიკი, რაც უსაფრთხოების შენარჩუნებაში გვეხმარება. შესაბამისი კადრების შესაქმნელად კი კრეატიული სააგენტო Missing Link Films ბოლივუდის ქორეოგრაფებთან, მოცეკვავეებთან და ისტორიული ტანსაცმლის ექსპერტებთან თანამშრომლობდა.