2
Dec
2019

“თუ იცავ – მეტს იმსახურებ” – ალდაგის კამპანია კარგი მძღოლებისთვის

2 Dec 2019

Elit Electronics
Elit Electronics


თუ იცავთ წესებს, მეტს იმსახურებთ! – ამ გზავნილით, კარგი მძღოლების წასახალისებლად, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა კამპანია წამოიწყო. სპეციალურად კამპანიისთვის, დაიწერა სიმღერა, რომელიც კეთილსინდისიერ მძღოლებს ეძღვნებათ. სიმღერა ნუგზარ ერგემლიძის „თუკი გესიზმრების“ ახალი ვერსიაა. ტექსტი მთლიანად აგებულია მძღოლობის წახალისებაზე და მანქანის პასუხისმგებლიანად მართვის იდეაზე. ალდაგის კლიპში, სიმღერას თავად ნუგზარ ერგემლიძე და მასთან ერთად, რობი კუხიანიძე, ტატო რუსია და ჯგუფი მოკუ-მოკუ, სალიო და ჭოხონელიძეების სტუდიის ანსამბლი ასრულებენ.

 

 

რაც შეეხება თავად კამპანიას, ალდაგი მაღალქულიან მძღოლებს ავტოდაზღვევაზე ფასდაკლებას სთავაზობს. შეიქმნა გვერდი Tuitsav.ge რომელზეც მძღოლებს შეუძლიათ გაიგონ თავისი ქულა და მიიღონ შესამისი ფასდაკლება ავტოდაზღვევაზე. 100 ქულიანი მძროლებისთვის ალდაგს 30%-იანი ფასდაკლება აქვს, ხოლო 80 ქულიანი მძღოლებისთვის 10%-იანი. უფრო მეტ ინფორმაციას ვებგვერდზე შეიტყობთ.

„კეთილსინდისიერ მძღოლებზე არც ფილმებს იღებენ და არც სიმღერებს უძღვნიან. ამ კამპანიით კი ჩვენ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანი და მისაბაძია წესების დაცვით ავტომანქანის მართვა. ამ ვიდეოს მიზანია კეთილსინდისიერი მძღოლები  დავაფასოთ და დამსახურებული განსაკუთრებული პირობა შევთავაზოთ,“- ამბობს JWT metro-ს კრეატიული დირექტორი ეკა ყიფიანი.

კამპანიის ფარგლებში, ალდაგი გააგრძელებს კარგი მძღოლობის იდეის განვითარებას და მას სხვადასხვა ინიციატივებით გამოეხმაურება:„თუ ჩვენი კამპანია ადამიანებს პოზიტიურად დაანახებს კარგი მძღოლობის იდეას, ჩავთვლით, რომ მიზანი შესრულებული გვაქვს, რადგან სწორედ პასუხისმგებლიანი მოქალაქის და ამ შემთხვევაში მძღოლის დაფასებაა ჩვენი სურვილი,“– ამბობენ ალდაგში.

კლიენტი: ალდაგი 

სააგენტო: JWT Metro
პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი
კლიენტთან ურთიერთობის მენეჯერი: ალექს ჩიქოვანი
შემოქმედებითი ხელმძღვანელი ეკა ყიფიანი
არტ დირექტორი: ხატია არველაძე, დანტე

გრაფიკული დიზაინერი: სანდრო ლალიაშვილი

კოპირაიტერი: მარიკა დიდმანიძე, ლაშა შრუტე მილორავა

სტრატეგიის ხელმძღვანელი: ლადო მალაზონია

ფინანსური დირექტორი: თამარ ლაშხიძე

რეჟისორი: ნიკუშა კუკუშა მოწონელიძე
ოპერატორი: გოგა დევდარიანი
რეჟისორის ასისტენტი: სალომე ჯუღელი
დამდგმელი მხატვარი: დათო ჭყოიძე
დამდგმელი მხატვრის ასისტენტები: ზაზა გოგორიშვილი, ნათია გურაბანიძე
კოსტუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტები: ანა ფაილოძე, ნინიკო ჩხეიძე
ქასთინგი: თინა ხიზანიშვილი
ქასთინგის ასისტენტი: ფიქრია ქიქოძე
გრიმი: ვერიკო ბედელაძე

გრიმის ასისტენტი: ნანიკო სულაქველიძე

ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი
ფოკუს ფულერი: შალვა სოყურაშვილი
კამერის ტექნიკოსი: გოგა კარბელაშვილი
გაფერი: ვაჟა აფრასიძე

გადამღები კომპანია: Metro Production
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
წარმოების უფროსი: მაია გურაბანიძე
პროდიუსერი: მაშო თევდორაშვილი
პროდაქშენ მენეჯერი: გიორგი ნინიკაშვილი
პროექტის კოორდინატორი: ქეთი კა
პროდაქშენ ასისტენტი: რამზო ჩალაური
ლოკაციის მენეჯერი: აჩი კევლიშვილი
სეტ მენეჯერი: უჩა აბულაძე
ფინანსური ადმინისტრატორი: მარიამ სოსელია
პოსტ ფროდაქშენის პროდიუსერი: ბურო

პოსტ პროდაქშენი:
მუსიკა და ტექსტი: #Addmusic 

ხმა: Post Red
გამოყენებული მუსიკა: ნუგზარ ერგემლიძე – ‘თუ კი გესიზმრები’
გრაფიკა: რია მამაცაშვილი
ფერის კორექცია: ნოდარ ნოზაძე

განსაკუთრებული მადლობა:
სალიო 

რობი კუხიანიძე 

ნუგზარ ერგემლიძე 

ტატო რუსია 

ჭოხონელიძეების სტუდია 

დეა ხეოშვილი

კოტე ეროიანი

რადიო კაფე

სამიკიტნო/მაჭახელა

განხილვა