in

თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება გაიმართება

2025 წლის 30 მაისს თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება. პროექტის მედია პარტნიორია Marketer.ge.

ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებების წარმოჩენა, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი და ცხოვრებისეული ყოველდღიურობის ნაწილი იყო.

გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის – Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი იყო და, ზოგადად, ის გახლდათ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი. სამწუხაროდ მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცაღა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში.

რას გულისხმობს წლევანდელი გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება?

წლევანდელი ღონისძიების თემატიკა იქნება გიორგის ერთ-ერთ გამორჩეული თვისება: გიორგი როგორც ანტრეპრენერი. გიორგის მეგობრები, რომლებიც აღნიშნული დაჯილდოების ორგანიზატორები არიან, საზოგადოებას გააცნობენ თუ რაში მდგომარეობდა გიორგის ანტრეპრენერული სულისკვეთება და რა იყო ამის შინაგანი მამოძრავებელი ძალა. 

2025 წლის დაჯილდოებაზე გვექნება 4 ნომინაცია, რომლებიც ღია იქნება ყველასთვის როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის. იქნება როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ნომინაციები. შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. გაიცანით წლევანდელი ნომინაციის კატეგორიები:

Ecosystem Hero
Boldest Startup
Super Connector
Growth Catalyst 

წელსაც, დაჯილდოების მიზანი იქნება:

  • გაზიარებული ღირებულებების პოპულარიზაცია: ვაღიაროთ ინდივიდები და სტარტაპები, რომლებიც განასახიერებენ ისეთ  ღირებულებებს, როგორიცაა სიკეთე, ლიდერობა, ინოვაცია და სოციალური პასუხისმგებლობა. ყოველივე ამით, შთავაგონოთ მომავალი თაობები, გააგრძელონ ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა;
  • ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისება: დაჯილდოება წარმატებულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს და წაახალისებს მათ შემდგომ ზრდას და განვითარებას;
  • სტარტაპ საზოგადოების გაერთიანება: ჯილდოები მიზნად დაისახავს ისეთი ადამიანების წარმოჩენას, რომელთა საქმიანობაც საჭირო ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, ჩვენს ენერგიულ სამეწარმეო საზოგადოებაში;

როგორც გასულ წელს, ღონისძების მთავარი სპონსორი იქნება თიბისი ბიზნესისთვის

დაჯილდოება დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5 ათას ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი, და სხვა.

როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ?

ნომინაციების აღწერები და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: ნომინაციის რეგისტრაცია.

განაცხადის შემოტანი ბოლო ვადაა 16 მაისი, 2025. 

და ბოლოს…

გიორგის მეგობრების ღრმა რწმენით, ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ გიორგის მემკვიდრეობის გაგრძელება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობისთვის. ეს დაჯილდოება იქნება მუდმივი შეხსენება მომავალი თაობებისთვის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

სიახლეებისთვის გამოგვყევით ჩვენს სოციალურ გვერდებზე: 

Facebook, LinkedIn, Youtube

[პარტნიორის კონტენტი]

ასაკში ტექნოლოგიების გამოყენება დემენციის რისკებს ამცირებს — კვლევა

M2i-ის ფერომონების ახალი ხაზი „აგროსფეროში“