9
Jan
2019

თუკი ახალ წელს ახალი გეგმები არ ამართლებს…

9 Jan 2019

თუკი გულახდილები ვიქნებით, აღმოვაჩენთ, რომ ახალი წლის გეგმებზე ხელის ჩაქნევას დასაწყისიდანვე შევუდექით. კვირაში ხუთჯერ უნდა გევლოთ სავარჯიშო დარბაზში? კიბატონო, მშვენიერია… 2 000 წიგნის წაკითხვას გეგმავთ ამ წელს? – რავიცი, მგონი ცოტათი ირეალური უფროა… მოკლედ, რა “მბრწყინავი” გეგმაც უნდა გქონდეთ, არ ექნება აზრი, თუკი მიდგომას არ შეცვლით.

statiebi-bog
statiebi-bog

საახალწლო გადაწყვეტილებები ხშირად გვიბიძგებს წარუმატებლობისკენ

ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ და შევწყვიტოთ გეგმების დასახვა. ეს მხოლოდ საახალწლო გადაწყვეტილებებს ეხება, რომლებსაც სათანადო ყურადღებას არასდროს ვაქცევთ და არც მთლად დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ მასზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები ხშირად ბუნდოვანია (რადგან წლის დასაწყისში ხშირად ზუსტად მართლაც არ ვიცით, რა გვინდა ხოლმე), გარდა ამისა, ზედმეტად შორი გვეჩვენება და, ამასობაში, ჩვენი ფსიქოლოგიაც იქითკენ მიემართება, რომ ხელი ავიღოთ ამ გეგმებზე.

ამასთანავე, სამუშაოსა და პირად ცხოვრებაში იმდენი გეგმაა, რომელიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია… ჩვენი გონება ზედმეტად სავსეა ახალი განრიგებითა და ვერშესრულებადი გეგმებით.

 სწორედ ამიტომ, გირჩევთ, ამგვარ საახალწლო გადაწყვეტილებებს მოეშვათ. თუმცა, ამის გამო თავს ცუდად ნუ იგრძნობთ. თუკი თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გსურთ, ამისთვის უფრო რეალურ გზასაც გამონახავთ.

აი, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის:

ფოკუსირდით არა ერთწლიან სამომავლო გეგმაზე, არამედ – ერთკვირიანზე

მიეცით თავს უფლება, გადაეწყოთ მხოლოდ ერთ და მნიშვნელოვან მიზანზე მთელი კვირის განმავლობაში. ძალიან მალე დაინახავთ, რომ ეს ის კვირა იქნება, რომლის დღეებშიც დასაძინებლად სწორედაც რომ ზუსტ დროზე გაემართებით საწოლისკენ. ეს ის კვირა იქნება, როდესაც აარჩევთ და დაამთავრებთ არჩეულ წიგნს. კვირა, რომელშიც თქვენ ბოლოს და ბოლოს დაწერთ თქვენსავე ბიზნეს-გეგმას. იქნებ საერთოდაც ის კვირა იყოს, როდესაც მაღაზიაში ნაყიდი საკვების მაგივრად სახლში მოამზადოთ იგი?

არც კი ეცადოთ, ეს ყველაფერი ერთ კვირაში გააკეთოთ. ორიენტირდით აქედან მხოლოდ ერთზე და დაახარჯეთ თქვენი ენერგია მას მთლიანად. მომდევნო გეგმებზე მომდევნო კვირებში იფიქრეთ. ჰარმონიას მხოლოდ ასე თუ მიაღწევთ.

და ვინ იცის, იქნებ ამ შემთხვევაში 2000 თუ არა, 200 წიგნის წაკითხვა მაინც შეძლოთ…

 წყარო: www.inc.com


განხილვა