წარმოგიდგენთ ირლანდიური ვისკის Tullamore Dew-ის ახალ რეკლამას, რომელიც სარეკლამო სააგენტო Opperman Weiss-ს ეკუთვნის.
დასავლეთში ახალ რეკლამას ბევრი კრიტიკა მოყვა, არაირლაინდიელისთვის ძნელი გასაგებია რატომ შეიძლება ადიოდნენ მეგობრები ვისკის დასალევად სასაფლაოზე, ქართველებისთვის კი ეს ასე არ იქნება.
Paul Opperman კრეატიული დირექტორი:
“ვიდეოში ჩანს ეკლესია, რომელიც საკუთარი აკუსტიკით გამოირჩევა, ჩვენ გვინდოდა დაგვენახებინა ყველასთვის როგორია ირლანდიური მუსიკა, ერთდროულად მელანქოლიურიც და გამარჯვების გრძნობით სავსე, ვფიქრობ მოვახერხეთ!”