ყვავილის ფორმის სკამები, რომლის დიზაინიც მარკო მანდერსს ეკუთვნის 2011 წლიდან დიდი ყურადღებით სარგებლობს.
ყვავილის ფორმის სკამებმა ჰოლანდიის დიზაინის კვირეულზე სპეციალური პრიზი დაიმსახურეს, რის შემდეგაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დასასვენებელ პარკებსა და სკვერებში დაამონტაჟეს.
რითი განსხვავდება ყვავილის ფორმის სკამი ჩვეულებრივი სკამისგან? ისევე როგორც ყვავილები იკეცებიან ღამის საათებში, ასევე იკეცებიან Tulpi-ს სკამებიც, როდესაც არავინ ზის.
ეს ფუნქცია სხვა სკამებისგან განსხვავებით მათ დიდ უპირატესობას აძლევს, რადგან წვიმაში და თოვლში არ სველდებიან და ნაკლებ დაზიანებას იღებენ. Tulpi უჟანგავი მეტალისგან და პოლიეთილენისგან არის დამზადებული.