სოციალური საკომუნიკაციო პლატფორმა Tumblr პორნოგრაფიულ კონტენტს დაბლოკავს. სიახლე ძალაში 17 დეკემბრიდან შევა. კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პლატფორმაზე, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტოები მოხვდა და ამის გამო, პლატფორმა, Apple’s App Store-დან ამოიღეს.

ახალი „გაიდლაინის“ მიხედვით, ვერც ერთი მომხმარებელი, პლატფორმაზე ვეღარ ატვირთავს ისეთ ფოტოებს, სადაც „ადამიანის ნამდვილი გენიტალიები“ და „ქალის მკერდის რეალური გამოსახულება“ იქნება აღბეჭდილი.
ცვლილება არ შეეხება მხატვრულ, საგანმანათლებლო, ან პოლიტიკური ხასიათის არარეალურ კონტენტს, თუნდაც, საუბარი იყოს შიშველ სხეულზე.