in

„ტურბომ“ პანდემიასთან მებრძოლ კლინიკებს ავტომობილები სარგებლობაში გადასცა

„ტურბომ“ საკუთარი ავტომობილები, სარგებლობაში გადასცა, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის პერსონალს. ყველა ავტომობილს ჩაუტარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები და უზრუნველყოფილია საწვავითა და ულიმიტო დაზღვევით.

BOG
BOG

„როგორც იცით, „ტურბო“ ავტოლიზინგს სთავაზობს მომხმარებელს და შესაბამისად, გვყავს ავტომობილები საკუთრებაშიც. ჩვენი მიზანია, თავისუფალი გადაადგილება ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

თავისუფალი გადაადგილება კი, არსებული საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, პირველ რიგში, პანდემიასთან მებრძოლ გმირ ექიმებს ესაჭიროებათ. ამიტომ გვინდოდა, რომ მცირედით მაინც დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვინც ამ რთულ დროს დაუღალავად შრომობს და ზრუნავს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე“.

„ტურბო“ გირჩევთ, რომ პანდემიის პერიოდში, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად მოერიდოთ გარეთ გასვლას.

თუმცა, თუ ავტომობილით გადაადგილების აუცილებლობა გექნებათ, გთავაზობთ რჩევებს, როგორ დავიცვათ თავი ამ დროს ისე, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.

სასურველია, სურათზე მოცემული ადგილები, ავტომობილში ჩაჯდომისას, დაამუშაოთ ანტისეპტიკური ხელსახოცით ან სპირტით (60%-70%-იანი ხსნარით). ეს სწორედ ის ადგილებია, რომლებსაც ადამიანი ყველაზე ხშირად ეხება ხელით და, შესაბამისად, ყველაზე მეტი ბაქტერიაც აქ გროვდება.

„ეცადეთ, რომ იმგზავროთ მარტომ და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, პერიოდულად გაანიავოთ ავტომობილი.

დავიცვათ ერთმანეთი ვირუსისგან და გავუმარტივოთ შრომა ჩვენს ექიმებს!“

 

[R]

რა ხდება ჩვენს ფეხებთან იმ დროს, როცა წელს ზევით, ონლაინ შეხვედრა გვაქვს – The Show Must Go Online

გითხრათ, რა არის შენი სუპერძალა? – LEGO-ს სააღდგომო კამპანია