ბავშვობაში სავარაუდოდ ბევრი თქვეგთაგანი აგროვებდა ტურბოს სტიკერებს. სადაზღვეო კომპანია “ჯიპიაი”-მ გადაწყვიტა 1993-1998 წლებში გამოშვებული ავტომობილების დაზღვევა, კამპანიის მთავარ კონცეფციად კი ტურბოს სტიკერები შეარჩია.
ახალი სერვისის სარეკლამო კამპანია სარეკლამო სააგენტო Windfors-მა განახორციელა. Windfors-ში ამბობენ რომ “დააზღვიე ძველი მეგობარი”-ს სამიზნე სეგმენტი სწორედ ის ავტომობილებია, რომლებიც “ტურბოს” სტიკერებზეა გამოსახული.
“საქართველოში ჯერ კიდევ მასობრივად ჰყავთ 1993-1998 წლებში გამოშვებული ავტომობილები, ბაზარზე არსებული კომპანიებ არ აზღვევენ ასეთ ავტომობილებს. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით ახალი სერვისი. ჯიპიაი იქნება პირველი სადაზღვეო კომპანია, რომელიც მომხარებელს 1993-1998 წლებში გამოშვებული ავტომობილის დაზღვევის შესაძლებლობას 28 ლარად მისცემს” – ამბობს “ჯი პი აის” მარკეტინგის მენეჯერი ქეთი ჭითანავა.
“Windfors”-ში ამბობენ, რომ “ავტოსტანდარტი” იმ ავტომობილებზეა გათვლილი, რომლებიც საღეჭი რეზინის სტიკერებზე იყო გამოსახული. “დღესაც ბევრს აქვს “ტურბოს” კოლექცია შენახული. ის დადებით ემოციებთან და ბავშვობასთან ასოცირდება. ამ კამპანით, გვინდოდა გვეთქვა, რომ არიან “ძველი მეგობრები”, რომლებზეც საჭიროა ზრუნვა” ამბობს “Windfors”-ის წარმომადგენელი და პროექტის მენეჯერი თამო ცინცაძე.
“ტურბოს” სარეკლამო კამპანია , დაახლოებით, ერთი თვის წინ, Facebook-ზე დაიწყო. 16 მარტს საჩვენებელი გამოფენა “თბილისი” მოლში გაგრძელდა, სადაც სტიკერებისა და “ფიატის” 1993 წლის გამოშვების ჩვენება მოეწყო. გაიმართა შეჯიბრი ჟურნალისტებს შორის, სამწუხაროდ მარკეტერმა ვერ გაიმარჯვა. ჯილდო – ავტომობილის ერთწლიანი სადაზღვეო პაკეტი “ტურბოს” სტიკერებით ყველაზე “მდიდარ” კოლექციონერსაც გადაეცა.
თქვენ როგორ მოგწონთ სარეკლამო კონცეფცია? ისარგებლებდით თუ არა ახალი სერვისით?