Turebi.ge – ეს ვებგვერდი ალბათ თქვენთვის Google-ს ბევრჯერ ამოუგდია, როცა ტურებს ეძებდით ინტერნეტში. კომპანია უკვე 10 წელზე მეტია, ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას ქმნის და სერვისთა ფართო არჩევანს სთავაზობს მოგზაურებს. მას აქვს როგორც შიდა, ისე გარე ტურები.
კომპანია დაარსების დღიდან ორიენტირებულია პროცესების გაციფრულებაზე და ამ მიმართულებით, ტექნოლოგიების განვითარებისა თუ მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად, მოქმედებს. მის ვებგვერდზე განთავსებულია ყველა შეთავაზება და სერვისი, საიტზე ნავიგაცია მარტივია და მომხმარებელი არ იკარგება გვერდებსა და ღილაკებში, შესაბამისად, ის იოლად პოულობს საჭირო ინფორმაციასა თუ ფუნქციას, მათ შორის ტურის ონლაინ შეძენასაც. კომპანია ციფრული მიმართულებით კიდევ ერთ სიახლეზეც მუშაობს. ეს არის მობილური აპლიკაცია, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს საქმეს და ადამიანს დაუზოგავს როგორც დროს, ისე ფინანსებს.
ცოტა ხნის წინ Turebi.ge-მ და Imedi L-მა თანამშრომლობა დაიწყეს. ისინი მოგზაურობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომსახურებას, სამოგზაურო დაზღვევას შესთავაზებენ თავიანთ მომხმარებლებს. კომპანიებმა ახალი სერვისის ხელმისაწვდომობა აქაც გაითვალისწინეს და დაზღვევის გამოწერა პირდაპირ საიტზეა შესაძლებელი, სახლიდან გაუსვლელად.
„turebi.ge „იმედი ელისთვის” ძალიან საინტერესო ციფრული ტურისტული არხია.
ქართულ ტურისტულ ბიზნესში გამოირჩევა ინოვაციებით, რაც გულისხმობს ამ სფეროს პროდუქტების სრულად გაციფრულებას და ტურისტული ონლაინ მარკეტის შექმნას;
მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა, ტურები.ჯის საიტიდან ყველაზე სწრაფად არის შესაძლებელი სამოგზაურო დაზღვევის პოლისის შეძენა.
ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ერთობლივად ექსკლუზიური სიახლები შევთავაზოთ სამოგზაურო დაზღვევის კუთხით ჩვენს მომხმარებლებს”, – აცხადებს ირინა გორაშვილი, Imedi L-ის ალტერნატიული გაყიდვების არხების განვითარების განყოფილების უფროსი.
აღნიშნულ თანამშრომლობაზე, ციფრულ ტურიზმსა და სხვა საინტერესო თემებზე Turebi.ge-ს აღმასრულებელ დირექტორს, ნინი ადამიას გავესაუბრეთ:
M: რას უმარტივებს ციფრული პლატფორმები ტურიზმის ბიზნესს და რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სერვისების ციფრულად შეთავაზება?
ციფრული პლატფორმები ბიზნესს ეხმარება მომხმარებლამდე გაცილებით მარტივად და ეფექტურად მიიტანოს ინფორმაცია და გაყიდოს პროდუქტი. პოსტპანდემიურმა პერიოდმა ეს პროცესი ბევრად დააჩქარა. ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის, ჩვენი აზრით, ნომერ პირველი პრიორიტეტია პროდუქტების ციფრულ სამყაროზე მორგება. სიახლე არ არის, რომ ტურიზმი ძალიან დინამიკური სფეროა და ფასები ცვალებადი, თუმცა არის შესაძლებელი სხვადასხვა სერვისის დაყოფა და ფიქსირებული ფასების შემუშავება. სწორედ ამის კარგი მაგალითია ტურები.ჯი-ზე იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენის ინტეგრაცია.
M: Online პლატფორმის გარდა კიდევ როგორ შეუძლია მომხმარებელს თქვენთან ტურების დაგეგმვა?
გარდა ჩვენი საიტისა, სადაც სრულად იდება ინფორმაცია მიმდინარე ტურ-პაკეტებისა და სხვადასხვა სერვისის შესახებ, მომხმარებელს შეუძლია, ჩვენს ოფისში მოვიდეს, აარჩიოს მისთვის სასურველი ვარიანტი, ინდივიდუალურად ააწყოს მასზე მორგებული ტური – რაშიც ჩვენი მაღალკვალიფიციური ტურ-მენეჯერები დაეხმარებიან. ადგილზე მომხმარებელს აქვს საშუალება, აარჩიოს მისი გემოვნებისა თუ ბიუჯეტის შესაბამისი სასტუმრო, მიიღოს რეკომენდაციები ტურის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
M: მოგვიყევით Imedi L-თან თანამშრომლობაზეც: როგორ შედგა ეს კოლაბორაცია და რას გულისხმობს კონკრეტულად?
როგორც იცით, ტურისტულად მოგზაურობისას სავალდებულოა სამოგზაურო დაზღვევის ქონა. ჩვენმა გუნდმა განიხილა ბაზარზე არსებული სხვადასხვა სერვისის მომწოდებელი კომპანია, საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე – იმედი L შევარჩიეთ და დავიწყეთ მუშაობა ერთობლივად, თუ როგორ შევძლებდით კოლაბორაციას და სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენის სისტემის ინტეგრაციას ტურები.ჯი-ზე. რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესის შემდეგ ჩვენს საიტზე ჩავაშენეთ სრულყოფილი სისტემა, სადაც მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევის შეძენა თავად შეუძლია. საიტზე დაგხვდებათ შესავსები ფორმა, სადაც გათვალისწინებულია ყველა შესაძლო ვარიანტი, როგორც არასრულწლოვანის მოგზაურობის დაზღვევა მეურვის დასტურით, ასევე ბარგისა და რეისის დაზღვევა. როგორც აქამდეც ვახსენე, ამ სერვისის გაციფრულება პირველ რიგში უზოგავს მომხმარებელს დროსა და ენერგიას, ასევე გამჭვირვალობა ყველანაირი ფასნამატის გარეშე მომხმარებელში იწვევს სანდოობას და ლოიალურს ხდის კომპანიის მიმართ.
M: სამომავლოდ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ turebi.ge-სგან?
ამჟამად ვმუშაობთ ყველა ტურისტული სერვისის გაციფრულებაზე, ონლაინ „buy now” სისტემის შექმნაზე. შესაბამისად, გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები და პროცესები სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო კომპანიასთან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ მომხმარებლის ინტერესებიდან, მსგავსი პროდუქტების გაშვება მოითხოვს პროცესის ბევრჯერ განხილვას, გატესტვას და მომზადებას ტურისტისთვის. ამ ეტაპზე ტურები.ჯი-ს გუნდი მუშაობს აპლიკაციის შექმნაზე, რათა უფრო მეტად გავამარტივოთ ტურისტული ბიზნესის e-commerce სისტემაზე გადასვლა. ეტაპობრივად ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ ბევრ სიახლესა და სხვადასხვა ტურისტული სერვისის გაციფრულებას.
[R]