in

ჩელთის ვენახების ღვინო და სიყვარულის ქიმია – როგორი იყო ბრენდის ახლოდან გაცნობა

რამდენიმე დღის წინ ქართულმა ღვინის ბრენდმა „ჩელთი” თავის პარტნიორ რესტორნებსა და ბარებს განსაკუთრებული ტური მოუწყო. ის ადამიანები, ვინც „ჩელთის” პარტნიორ ობიექტებში მუშაობენ, თავის ვენახებში დაპატიჟა, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ, საკუთარი თვალით ენახათ, თუ სად და რა პირობებში იქმნება პროდუქტი, რომელიც შემდგომ მათ ობიექტებში იყიდება. ვენახების გარდა, სტუმრებმა მარანი და ქარხანაც დაათვალიერეს და, რა თქმა უნდა, ღვინოც დააგემოვნეს.

შეგახსენებთ, რომ „ჩელთი” ქართული ღვინის წარმოებით მე-20 საუკუნის დასაწყისიდან არის დაკავებული. მირიანაშვილების ოჯახი, რომლის შთამომავლობაც ახლა ბრენდს ქმნის, 1900 წლიდან ფლობს მარანს სოფელ შილდაში, მდინარე ჩელთთან ახლოს, სადაც ერთ მხარეს მუდამ დათოვლილი კავკასიონია, მეორე მხარეს მდინარე ჩელთის ქანები და ბოლოს, კახეთის ჩვეული ცხელი, თაკარა მზე – რაც ყველა პირობას ქმნის, რომ ყურძნის მარცვლებში შაქრისა და მჟავიანობის იდეალური ბალანსი შეიქმნას. „ჩელთი” წარმატებით პოზიციონირებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: აშშ, კანადა, გერმანია, ჩინეთი და სხვა.

თუ დრო გაქვს, შენთვის ამბავი გვაქვს ნამდვილ ამერიკულ ლუდზე

YouTube Shorts-ისთვის კონტენტს პლატფორმის გრძელი ვიდეოებიდან ამოჭრით