Virgin Galactic-ის ტურისტების კოსმოსური ვოიაჟი წარმატებით განხორციელდა, რაც უდიდესი მიღწევაა არა მხოლოდ ამ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ რიგითი ადამიანების დედამიწის ფარგლებს გარეთ გაყვანის ძალისხმევისთვის.
კოსმოსურმა ხომალდმა, სახელწოდებით VSS Unity, სტარტი ნიუ-მექსიკოდან აიღო. მგზავრების ტრიო მეწარმე კეიშა შაჰაფისგან, მისი ქალიშვილისა და ყოფილი ოლიმპიელი ჯნ გუდვინისგან შედგებოდა. ეს უკანასკნელი პარკინსონის დაავადების მქონე მეორე ადამიანია, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა… ბორტზე ასევე იმყოფებოდა ნასას ორი ყოფილი ასტრონავტი — სწორედ ისინი მართავდნენ ხომალდს.
ამ „ტურისტული მისიის“ ფარგლებში, VSS Unity დაახლოებით 80 კილომეტრით დაშორდა დედამიწას — ეს არის ზღვარი, რომელსაც გარე კოსმოსის კიდეს უწოდებენ. მოგზაურობის ეს ეტაპი ზებგერით სიჩქარეს და რამდენიმეწუთიანი უწონობის გამოცდილებას მოიცავდა..
უკან დაბრუნებისას VSS Unity კვლავ იმავე ასაფრენ ბილიკზე დაბრუნდა, საიდანაც გაემგზავრა. მთელი მოგზაურობა სულ რაღაც ერთსაათიანი იყო, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მგზავრებს სამყაროს პერსპექტივა სრულად შესცვლოდათ. CNN-ის ცნობით, მგზავრებმა ეს გამოცდილება სიურრეალისტურად აღწერეს. მათ გარე სამყაროსა და დედამიწას შორის არსებულ კავშირზე ისაუბრეს, როგორც ახლად აღმოჩენილ უსაზღვრო პერსპექტივაზე.