in

ტურისტმა, ტბაში ჩავარდნილი iPhone ერთი წლის შემდეგ დაიბრუნა

მასში წყალი არ არის!

veon
veon

ტაივანის მედია იმ ტურისტმა მოიცვა, რომელმაც iPhone 11 Pro Max-ის დაბრუნება ტაივანის Sun Moon Lake-ში ჩავარდნიდან ერთი წლის შემდეგ შეძლო. როგორც ჩანს, 50 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი გვალვა სასიკეთო აღმოჩნდა იღბლიანი ტურისტისთვის.

როგორც ჩანს, ტურისტის, სახელად ჩენის მეგობრის სიტყვები გამართლდა. მას შემდეგ, რაც სმარტფონი ტბაში ჩავარდა, მეგობარმა ჩენი გაამხნევა და უთხრა: “დარწმუნებული იყავი, ერთ წელიწადში ისევ ნახავ შენს iPhone-ს”. 

მართლაც ყველანაირი შანსი არსებობდა იმისა, რომ სმარტფონი სულ ცოტა წყლისგან მაინც დაზიანებულიყო, რადგან iPhone 11 Pro Max-ს დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში, ორ მეტრამდე სიღრმის წყალში ძლებს. თუმცა ამ შემთხვევაში ის პლასტმასის წყალგაუმტარმა მობილურის ჩანთამ დაიცვა.

2 აპრილს, როდესაც ჩენი ტბაზე დაბრუნდა, რათა ენახა, რა მდგომარეობაში იყო თავისი მობილური. ადგილზე მისულს კი, ადგილობრივებმა მისი iPhone დაახვედრეს. “მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მობილურის წყალგაუმტარი ჩასადები მართლაც შესანიშნავია! მასში წყალი არ არის! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ტელეფონი ამდენხნიანი დაკარგვის შემდეგ აღვადგინე” – წერს ჩენი.

ნახეთ: NASA ლურჯი დიუნების ულამაზეს ფოტოს ავრცელებს

ახალი კვლევა – როგორ აისახება ვირტუალური რეალობა ყავის დაგემოვნებაზე?