შვედები ამბობენ, რომ უნიკალური ტურისტული კამპანია განახორციელეს. სინამდვილეში, ეს მრავალწლიანი “უნიკალური კამპანია” საქართველომ 90-იან წლებში გაიარა. გახსოვთ ალბათ, ქალაქის ტელეფონზე რომ ვრეკავდით და საუბარს ხან ვინ ჩაერთვებოდა, ხან ვინ. “უკაცრავად სხვაგან მოხვდით”, “სახლია, ბინა არ არის” და სხვა მსგავსი ფრაზები, რომელიც ბნელი ტკბილი 90-იანების მომსწრეებს სახლის ტელეფონის დანახვისას დღემდე გვახსენდება.
შვედეთის ტურისტულმა ასოციაციამ და სარეკლამო სააგენტო WPP-მ, კამპანია The Swedish Number წამოიწყეს და ქვეყანას სპეციალური ტელეფონის ნომერი +46 771 793 336 მიანიჭეს. ტელეფონს ათასობით შვედი პასუხობს და ყოველ დარეკვაზე სხვადასხვა ადამიანი გვხდებათ. The Swedish Number-ის არეულობის მთელი ხიბლი ნამდვილი შვედური ცხოვრების შეგრძნებაა. იმ ადამიანებს, რომელბიც ტელეფონს პასუხობენ წინასწარი ინსტრუქტაჟი არ ჩატარებიათ. მათი ერთადერთი დავალებაა, ზარს მაქსიმალურად ბუნებრივად და მეგობრულად უპასუხონ.
რა თქმა უნდა, მარკეტერმა ვერ მოითმინა და The Swedish Number-ზე დარეკა. ბოლომდე დარწმუნებულები არ ვყოფილვართ, რომ კამპანია რეალურად მუშაობდა. გადავამოწმეთ, ავტომოპასუხემ გვითხრა, რომ შვედებს ვურეკავდით. ცოტა ხანი ლოდინის შემდეგ მართლაც გვიპასუხეს.