27
Mar
2017

ტურისტული სააგენტო ბავშვებისთვის და მოგზაურობა მათი წარმოსახვით შექმნილ ადგილებში – Radio Flyer–ის კამპანია

27 Mar 2017

Elit Electronics
Elit Electronics


ვინ თქვა, რომ ტურ–აგენტები და საოცნებო მოგზაურობები მხოლოდ უფროსებს სჭირდებათ?! კომპანია Radio Flyer–მა, რომელიც ბავშვებისთვის ველოსიპედებსა და სხვადასხვა გასართობ პროდუქტებს აწარმოებს, სარეკლამო სააგენტო FCB Chicago–სთან ერთად, სპეციალურად ბავშვებისთვის ტურისტული სააგენტო გახსნა. ჩვეულებრივისგან განსხვავებით, საბავშვო სააგენტო ისეთ ადგილებში მოგზაურობას გულისხმობს, რომლებიც მთლიანად ბავშვების ოცნებებით და წარმოსახვით არის შედგენილი. რა თქმა უნდა, ეს ადგილები ძირითადად ადგილობრივია, თუმცა ისეა მოწყობილი, როგორც ნამდვილი ზღაპარი. სააგენტოს გახსნამდე ჯერ ბრენდმა ამ ადგილების შექმნაზე იზრუნა, ხოლო სარეკლამო სააგენტოს დიზაინერებს, მათთვის პოსტერების შექმნა სთხოვა. პოსტერების კონცეფცია მთლიანად ბავშვების წარმოსახვებსა და ოცნებებს ეყრდნობა, შემდეგ კი ამ ადგილების რეალობად ქცევაზე Radio Flyer–ი ზრუნავს.

განხილვა