in ,

ტურისტული სააგენტო #მოვლა – კიდევ ერთი სიახლე სასარგებლო მოგზაურობის მსურველთათვის

ჯეოსელის ახალ სოციალურ პროექტში #მოვლა უკვე ბევრი ადამიანი, კერძო კომპანია და სახელმწიფო უწყება ჩაერთო. პროექტში საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის „ჯეოსელის“ ინიციატივით, შეიქმნა სრულიად ახალი ტიპის ტურისტული სააგენტო #მოვლა, რომელიც ყველა მსურველს სთავაზობს მოიაროს საქართველო, გახდეს “მოვლის” მონაწილე და დაალაგოს დანაგვიანებული ადგილები. ახალი ინიციატივისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო დეტალურად „ჯეოსელის“ მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტის, თათა ჩემიას ინტერვიუდან შეიტყობთ.

M: როგორ გაჩნდა ტურისტული სააგენტოს შექმნის იდეა?

პროექტის  წარმატებას თითოეული ადამიანის ჩართულობა განაპირობებს. სწორედ ამიტომ,  გადავწყვიტეთ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტული გაგვეხადა და შეგვექმნა სრულიად ახალი ტიპის ტურისტული სააგენტო #მოვლა, რომელიც ყველა მსურველს შესთავაზებს, გაეცნოს აპლიკაციას, მოიაროს საქართველო  და დაალაგოს დანაგვიანებული ადგილები.

unnamed

M: რას წარმოადგენს ტურისტული სააგენტო #მოვლა და როგორ შეიძლება მასში ჩართვა?

ტურისტული სააგენტო #მოვლა ყველა მსურველს აძლევს საშუალებას, გახდეს მოვლის მონაწილე. ლაშქრობის მოყვარულებს, ვისაც თავის შესაძლებლობებზე მორგებული მარშრუტის შერჩევა უნდათ, ან უბრალოდ სურთ შეიტყონ საქართველოში ლაშქრობის შესაძლებლობების შესახებ, ჩვენთან მიიღებენ ნებისმიერი სახის ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით.

ყოველ შაბათს კი შეიკრიბება მოხალისეთა ჯგუფი და გამოცდილ მოგზაურ-გიდთან ერთად, მოივლიან ქვეყნის საინტერესო ადგილებს, აღმოაჩენენ დანაგვიანებულ ლოკაციებს და დაასუფთავებენ. მოხალისეების ტრანსპორტირებას, კვებასა და დალაგებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას უზრუნველყოფს „ჯეოსელი“. ქვეყნის მოვლაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს. გუნდში მოსახვედრად კი წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო.

unnamed (7)

M: რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება როგორც “ჯეოსელისთვის”, ასევე საზოგადოებისთვის?

ჩვენ გვინდა ამ  პრობლემის სიმწვავე  ყველამ ნათლად დაინახოს და ამავდროულად ვაჩვენოთ, თუ რა როლის შესრულება შეუძლია მობილურ ინტერნეტს პრობლემის გადასაჭრელად. პროექტის მსვლელობამ დაგვიმტკიცა, რომ სწორი გზა გვაქვს არჩეული და დარწმუნებულები ვართ, შედეგი არ დააყოვნებს, თუ საზოგადოების თითოეული წევრი აიტაცებს ჩვენს საერთო წამოწყებას.
unnamed (1)

M: როგორ შეხვდა საზოგადოება “მოვლას და ვინ არის მასში ჩართული?

საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, ეს პროექტი ძალიან დროული და საჭირო  აღმოჩნდა. პროექტის დაწყებისთანავე, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი თავისი წვლილი შეეტანა მოვლაში. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ადამიანი, კერძო კომპანია და  სახელმწიფო უწყება ჩაერთო. ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, აღმოჩენილია 500- ზე მეტი დანაგვიანებული ადგილი, რომელთაგანაც 150-ზე მეტი უკვე დასუფთავდა.

 M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

გეგმები უკვე ძალიან ნათელია. ჩვენი წამოწყება გადამდები აღმოჩნდა  და უკვე ბევრი ადამიანი, რომელიც   მოვლაში ჩაერთო, ახლა სხვას სთხოვს:  გააგრძელოს  #მოვლა. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ ჩვენს  ქვეყანაში დანაგვიანებული ადგილები ნელ-ნელა გაქრება და უფრო ყურადღებით მოვეკიდებით გარემოს გაფრთხილების საკითხს.

 

ტურისტული სააგენტო #მოვლა განთავსებულია ჯეოსელ-ჰაბში, ჭავჭავაძის 34-ში.

მუშაობს ყოველ დღე, შაბათის გარდა, 12:00 – 20:00 საათამდე.

მობ: 555 989070

გუნდში მოსახვედრად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

პილ-პილი, ეზო და ენო – პილ-პილ ჯგუფის განვლილი 1 წელი და საინტერესო სიახლეები

Ad Black Sea 2016-ის ოფიციალური პრომო