14
Jul
2012

ტურიზმი აფხაზეთში (ვიდეო)

14 Jul 2012

ოკუპირებულ აფხაზეთშიც აქტიურად მუშაობენ ტურიზმის განვითარებაზე, ახალი ვიდეორეკლამა ნამდვილად მოგანდომებთ აქ დასვენებას. მარკეტერი დაინტერესდა ამ თემით და როგორც გავიგეთ ისინი ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან, დამსვენებელს ძირითადად ძველი “ვისაც ახსოვს” კატეგორიის ადამიანები წარმოადგენენ, კურორტის ძლიერ მხარედ მიიჩნევა ამინდი, ვინაიდან მთლიანი აფხაზეთი გაცილებით ნაკლებად ნალექიანია ვიდრე საქართველოს სხვა საზღვაო კურორტები, რაც შეეხება სერვისს ის ძალიან დაბალი დონისაა, არაა ინტერნეტი(მხოლოდ ცუდი ხარისხის), მომსახურე პერსონალი ვერ ფლობს უცხო ენას, ანაზღაურება დაბალია, შეუძლებელია ბანკომატით სარგებლობა. დამსვენებლები ასევე უკმაყოფილონი არიან ადგილობრივი “ჯიგიტებით”, რომლებსაც როგორც აღნიშნეს აღიზიანებთ ქალაქში საცურაო კოსტიუმებით მოსიარულე ტურისტები. ასევე აღსანიშნავია, რომ ტურისტები უჩივიან კრიმინალის მაღალ დონეს.

0.5 ანაბარზე

ახლა კი გთავაზობთ მათ მიერ ტურისტების მოსაზიდად დამზადებულ ვიდეორეკლამას

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.