მომხმარებელთა უკუკავშირი ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როცა ეს ტურიზმს და უცხოელ ვიზიტორებს ეხებათ. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კომპანია Retain უკვე რამდენიმე თვეა პარტნიორობენ.
„რითეინის“ უკუკავშირის პლატფორმის საშუალებით, ტურიზმის ადმინისტრაცია ზომავს უცხოელი და ქართველი ტურისტების კმაყოფილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით: საქართველოს ყველა აეროპორტში, ტურისტულ და საინფორმაციო ცენტრებში განთავსებულია „რითეინის“ ბმულები (wifi-სთან დაკავშირებისას ავტომატურად მისამართდებიან კითხვარზე) და QR კოდები, რომლის დასკანერებითაც ვიზიტორები გადადიან კითხვარზე.
პლატფორმის საშუალებით, ნებისმიერ დროს, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მოგზაურებს შეუძლიათ პოზიციის დაფიქსირება, რასაც საჭიროების შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ელექტრონული კითხვარების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ხდება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების დონის შეფასება, ტენდენციებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტი დაიწყო 6 თვის წინ და ამ დროის განმავლობაში, უკვე შეგროვდა 23,000-ზე მეტი უკუკავშირი. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ტურიზმის ბიზნესში ჩართული კომპანიებისათვის.
შეფასების ლინკი: https://bit.ly/4eDnNPJ
[R]