11
Aug
2016

20 დღე დარჩა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia! რეგისტრაციის დასრულებამდე

11 Aug 2016

თუ თქვენი საქმიანობის სფეროა ტურიზმი ან/და მასპინძლობა, ხართ სასტუმროს, რესტორნის, ტურისტული სააგენტოს, ღვინის კომპანიის წარმომადგენელი, ფესტივალების და ტურისტული ღონისძიებების ორგანიზატორი, ფოტოგრაფი …… და ჯერ არ ხართ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების “Welcome to Georgia!”-ს ნომინანტი, სჯობს იჩქაროთ, რადგან წლის ყველაზე მასშტაბური ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად სულ რაღაც 20 დღე დარჩა.

Rafting.ge

დარეგისტრირდით დღესვე და აღნიშნეთ თქვენი წარმატება თქვენს გუნდთან ერთად. აირჩიეთ 18 განსხვავებული ნომინანციიდან მაქსიმუმ 2, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ბიზნესს და გახდით 2016 წლის ნომინანტი.

1. საუკეთესო ბიზნეს ღონისძიება

2. საუკეთესო MICE ტურიზმი

3. საუკეთესო რესტორანი ტურისტებისთვის

4. საუკეთესო ტურისტული ღვინის კომპანია

5. საუკეთესო ბუტიკის ტიპის საცხოვრებელი

6. საუკეთესო სტანდარტული ტიპის საცხოვრებელი

7. საუკეთესო დელუქს ტიპის საცხოვრებელი

8. საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი

9. საუკეთესო სამთო კურორტი

10. საუკეთესო ზღვისპირა საცხოვრებელი

11. საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი საცხოვრებელი

12. წლის საუკეთესო ტურისტული ინოვაცია

13. საუკეთესო ტურისტული გასართობი ობიექტი

14. საუკეთესო ფეტისტივალი ან ღონისძიება

15. საუკეთესო შემომყვანი ტურისტული სააგენტო

16. საუკეთესო გამყვანი ტურისტული სააგენტო

17. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი

18. საუკეთესო მოგზაური ფოტოგრაფი

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი “Welcome to Georgia!” ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელის ორგანიზებითაც ტარდება ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც აერთიანებს საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ყველა მნიშვნელოვან მოთამაშეს და მიზნად ისახავს განავითაროს საქართველოს მიმზიდველობა ტურიზმის კუთხით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის წახალისებასა და ჯანსაღი კონკურენციის შექმნას.

პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. დაჯილდოების პარტნიორია დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია BDO საქართველო, რომელიც ახდენს ხმების დათვლას თითოეული ნომინატისთვის ინდივიდუალურად (თითოეული ჟიურის წევრის შეფასებას მიმატებული ონლაინ მიცემული ხმების რაოდენობა) და ადგენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რაც ნიშნავს, რომ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia! არის მთლიანად გამჭირვალე და ყველა შედეგი ჟიურისა და ონლაინ მომხმარებლის შეფასებებიის შეჯერებით დგინდება.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა 160-ზე მეტი ნომინანტი. დარეგისტრირდით თქვენც და გახდით საუკეთესო საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ბაზარზე.

www.awards-tourism.com

განხილვა