24 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში ჩატარდა „ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი ველქამ თუ ჯორჯია! ნეიშენალ ტურიზმ ევორდის ფარგლებში“, ფორუმის ორგანიზატორი იყო ველქამ თუ ჯორჯია! ნეიშენალ ტურიზმ ევორდი და თანაორგანიზატორი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ფორუმი გაიხსნა პრეს კონფერენციით, რომელსაც ესწრებოდა ვიცე პრემიერი, ეკონიმიკის მინისტრი ბ-ნი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე ქ-ნი ქეთევან ბოჭორიშვილი, თბილისის მერი ბ-ნი დავით ნარმანია, თბილისის მერის მოადგილე ბ-ნ ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბ-ნი გიორგი ჩოგოვაძე და ველქამ თუ ჯორჯია! ნეიშენალ ტურიზმ ევორდის დამთუძნებელი და დირექტორი ქ-ნი მარინა ჩაიკა.
მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის. პროექტის ორგანიზატორებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს 2016 წლისთვის განაცხადების მიღების და დაჯილდოვების კატეგორიების გაუმჯობესებული პირობები. ველქამ თუ ჯორჯია! ნეიშენალ ტურიზმ ევორდი არის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც ტარდება საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში. ეს დაჯილდოვება არის კარგი გამოწვევა ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების მოტივაციისთვის, რომ გაზარდონ მათი შესაძლებლობები და სერვისები. ეს არის „ოსკარი“ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროსთვის, რათა აღინიშნოს ქართული მემკვიდრეობა, კულტურა და თანამედროვე მიღწევები.
პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყება 16 ივნისიდან. მეორე დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი კი გაიმართება ნოემბერის ბოლოს, სადაც გამოვლინდება გამარჯვებულები 21 განსხვავებულ კატეგორიაში, რომელსაც გამოავლენს პროფესიული ჟიური და ონლაინ მომხმარებელი. ფორუმზე ასევე მოწვეულნი იყვნენ სპეციალური სტუმრები უკრაინიდან: ქ-ნი მარინა ლეო _ Deol Partners პარტნიორი, უკრაინის პარლამენტის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში, მან გაუზიარა თავის გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას მარკეტინგის განვითარების შესახებ მასპინძლობის სფეროში და ბ-ნი ანტონ ტარანენკო _ კიევის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელძღვანელი, რომელმაც ისაუბრა პარტნიორობის განვითარების შესახებ უკრაინის ტურისტულ ბაზარზე. ფორუმის მეორე ნაწილში კი პრეზენტაციები გააკეთეს პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა.