in

როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ჩვენი მონაცემებისგან? — 5 გზა

ამ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ნედლეული მონაცემები, როგორ უნდა დააკავშიროთ იგი თქვენს ინსაითებს და როგორ მიიღოთ რეალური შედეგები. ჯეკი ბალჩინი, NetBase Quid-ის უფროსი სოციალური სტრატეგი, როგორც თქვენი მომხმარებლების, ისე კონკურენტებისა და მათი მომხმარებლების მუდმივი მონიტორინგის მნიშვნელობაზე საუბრობს. თუმცა არა მხოლოდ სოციალურ მედიაში, არამედ ბლოგებსა და ახალ ამბებშიც, რათა ეს მონაცემები თქვენს კონტექსტშიც მოაქციოთ და უფრო ფართო შეხედულებები შეიქმნათ.

კონკრეტულად კი 5 ძირითად გაკვეთილს გვთავაზობს, რომელთა შესახებაც ბრენდებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ:

1. იმოქმედეთ ციფრების მიღმა

როგორც წესი, კომპანიები თავიანთი განწყობის ქულების მიღმა არ იხედებიან და არ აკვირდებიან, რა იწვევს მათ. მაგრამ თუ ასე მოიქცევით, გაიგებთ, რა მოსწონთ ადამიანებს თქვენში, ასე უფრო მეტსაც გააკეთებთ. შესაძლოა, ახალი აქტივობების, პროდუქტებისა თუ კონტენტის შესახებ იდეებიც დაგებადოთ. დიახ, ასე იმასაც მიხვდებით, რა არ მოსწონთ ადამიანებს. მნიშვნელოვანია, თვალყური ადევნოთ პოზიტიურ განწყობებს, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი არ იცვლება. ნეგატიურ კატეგორიებთან დაკავშირებით კი უნდა დააკვირდეთ, რამდენად ამცირებს მათ თქვენ მიერ განხორციელებული ცვლილებები.

2. დაყავით საკითხები მცირე ნაბიჯებად

საუბრები უფრო მცირე ქვეთემებად უნდა დაყოთ, რათა არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი საკითხები. 

„ხელსაწყოების არსებობა, რომლებიც ასკანერებს საუბრებს იმისათვის, რომ მათ მომავალში გადახედოთ, ძლიერი გზაა თქვენი მიკერძოების მოსაშორებლად და ეს საშუალებას გაძლევთ, თქვენი ბრმა წერტილები თუ შესაძლებლობები იპოვოთ. როგორც კი ამას გააკეთებთ, დააბრუნეთ იგი თქვენს მონიტორინგში. ნახეთ, არსებობს თუ არა ისეთი თემა, რომელზეც მომხმარებლები ჯერ კიდევ საუბრობენ, ან რომელზეც არ საუბრობენ. საუბრის ხელახლა წამოსაწყებად რაიმეს გაკეთება შეგიძლიათ? ან თუ პრობლემა იყო და ფიქრობთ, რომ მოაგვარეთ, იგი საუბრის თემა კვლავ ხომ არ გამხდარა?.

3. შეადარეთ საკუთარი თავი კონკურენტებს

უბრალოდ დინებას არ მიჰყვეთ, დააკვირდით, კონკურენტებთან შედარებით, საუბრების ყველა ინდივიდუალური მამოძრავებელი ძალისთვის, ქვეთემებში, რამდენ ქულას აიღებთ. შესაძლოა, ბაზარზე ლიდერიც კი იყოთ, მაგრამ მაინც იარსებებს ისეთი სეგმენტები, სადაც ასე არ იქნება. ამ მომენტში ეს უკანასკნელი სეგმენტი თქვენთვის შეიძლება საინტერესო არც იყოს, მაგრამ ერთ დღეს, შესაძლოა, სწორედ ეს გახდეს თქვენივე ბრენდის მეორე ადგილზე გადასვლის მიზეზი. 

4. არ შეაფასოთ წარმატება გამოწვეული ხმაურის მიხედვით

დიახ, ბრენდები დღეს კამპანიის წარმატებას მომხმარებელთა რეაქციებითა და ჩართულობით ზომავენ, ამგვარად, კონტენტის სხვა ნაწილებს ნაკლებ ყურადღებასაც აქცევენ. 

კამპანიის წარმატება არ განისაზღვრება მხოლოდ ყურადღების მიღებით, მის მიღმა უამრავი რამ არსებობს. ყურადღება უნდა გაამახვილოთ, კამპანიას ჰქონდა თუ არა რაიმე გავლენა. ეს საშუალებას გაძლევთ, თქვათ: მართალია, კამპანიას დიდი ხმაური არ მოჰყოლია, მაგრამ შესყიდვები გაიზარდა. დიახ, ეს არ არის ზუსტი საზომი, მაგრამ რბილი მეტრიკაა, რომელიც თქვენი კომპანიის ანგარიშებს შეგიძლიათ დაამატოთ.

5. დააკვირდით, რას ამბობენ მთლიან სექტორში

არ ფოკუსირდეთ მხოლოდ იმაზე, თუ რას ამბობენ სხვები თქვენზე. სანაცვლოდ, ყურადღება გაამახვილეთ მთელ ინდუსტრიაზე, მონიტორინგი აწარმოეთ და ასე შესაძლებლობებსაც დაინახავთ. მაგალითად, თუ საჭმლის მიტანის სერვისი გაქვთ, შესაძლოა, მომხმარებლები აქ ხელმისაწვდომობაზე საუბრობდნენ, თუმცა ამასთან, თქვენს საჭმელს ახალ დედებსაც უგზავნიდნენ საჩუქრად. ეს კი პოტენციურად ახალი პროდუქტის ან მარკეტინგული კამპანიის შეთავაზების მიზეზად უნდა ჩათვალოთ. 

ეს არ არის ის, რაც წელიწადში ერთხელ ან სამჯერ უნდა გააკეთოთ… ეს არის ის, რაც მუდმივად ვითარდება. სოციალური საუბრები თუ მომხმარებელთა აზრი ყოველთვის იცვლება. თქვენ საუბრების ან იმ ახალი კომპანიების აღმოჩენა უნდა შეძლოთ, რომლებიც ბაზარზე შედიან, შემდეგ კი თვალყური ადევნოთ, როგორ ვითარდება მოვლენები დროთა განმავლობაში, — განმარტავს ბალჩინი.

შეიტყვეთ მეტი AI ინჟინრის როლის შესახებ – რის ცოდნასა და რა უნარებს მოითხოვს ის?

რა პროდუქტები ვიხილეთ Apple-ის 7 სექტემბრის ღონისძიებაზე?