დღეს, როცა ცვლილებები ელვის სისწრაფით ვითარდება, ტექნოლოგიები კი ორგანიზაციულ ლოგიკას უსწრებენ, მსოფლიოში ლიდერობის სრულიად ახალი წესები ყალიბდება. ტექნიკური ცოდნა და სტანდარტული ტრენინგები უკვე აღარ არის საკმარისი – რეალური წარმატება სიღრმისეულ შინაგან ტრანსფორმაციას მოითხოვს.
სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა – Turning Point – ლიდერობის პროგრამა ტოპ–მენეჯერებისთვის, რომელიც თანამედროვე ლიდერის წინაშე არსებულ სირთულეებს ეხმიანება. პროგრამის ავტორი და მთავარი მენტორი თამარ ყაჭაშვილია, რომელსაც ბიზნესში, განათლებასა და მეწარმეობაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„პროგრამა გაჩნდა იქ, სადაც კორპორატიული ცხოვრება დუღს და ყალიბდება რეალური ლიდერული გამოცდილება. იქ, სადაც ყოველდღიური რთული გადაწყვეტილებები და წარმატებები ქმნიან გარდამტეხ მომენტებს. სწორედ აქედან შეიქმნა ინტელექტუალურად ღრმა და გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ სტრატეგიული პაუზა, გადააფასონ გამოცდილება და ახალი ნაბიჯები გადადგან, რათა თანამედროვე ბიზნესგარემოში კიდევ უფრო ეფექტიანები და კონკურენტუნარიანები გახდნენ“, – ამბობს თამარი.
კორპორატიულ მსოფლიოში თამაშის წესები იცვლება და ამას ადასტურებს წამყვანი გლობალური ორგანიზაციებისა თუ გავლენიანი კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევებიც:
- მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მიხედვით, დღევანდელი ლიდერების უნარების 44% უახლოეს 5 წელიწადში მოძველდება
- McKinsey-ის კვლევით, ორგანიზაციული ტრანსფორმაციების 70% მიზანს ვერ აღწევს, რადგან ლიდერები მხოლოდ სისტემებისა და პროცესების შეცვლას ცდილობენ, მაგრამ თავად არ იცვლებიან;
- Harvard Business Review-ის მიხედვით, ერთჯერადი ტრენინგები იშვიათად ქმნის მდგრად შედეგს. ნამდვილი განვითარება არის გზა, ტრანსფორმაციის პროცესი, რომელსაც ლიდერი ეტაპობრივად გადის

ლიდერობის პროგრამის Turning Point-ის მიზანი სწორედ ღრმა შინაგანი ტრანსფორმაციაა. ის ეფუძნება ხუთ ურთიერთდაკავშირებულ განზომილებას, რომლებიც თანმიმდევრულად წარმოაჩენენ ლიდერის ტრანსფორმაციის მარშრუტს:
- სტრატეგიული ლიდერობა – სისტემური აზროვნება და რთული რეალობის გარდაქმნა შესაძლებლობად;
- პიროვნული ლიდერობა – ღირებულებებზე დაფუძნებული მართვის სტილი, მოტივაციის წყაროების გააზრება და ავთენტური ლიდერობის საფუძვლები;
- ლიდერობა კრიზისში – ლიდერის ძალა კრიზისის ეპიცენტრში;
- ლიდერის მთლიანობა კომუნიკაციაში – ხმა და სიტყვა, რომლებიც ასახავენ ლიდერის შინაარსს;
- Trigger Case Lab – რეალური ქეისები, სადაც სწორი პასუხი არ არსებობს, მაგრამ სწორი მიდგომა და კითხვები ცვლიან შედეგებს.
პროგრამას უძღვებიან ქართველი მენტორები, რომელთაც წამყვან კომპანიებთან და ორგანიზაციებთან მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათი ექსპერტიზა და ქართულ რეალობაზე მორგებული მიდგომები ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მაღალი რგოლის მენეჯერებმა გააძლიერონ საკუთარი ლიდერობის სტილი და ორგანიზაციებში რეალური ცვლილება მოიტანონ.
„Turning Point იმ ლიდერებისთვისაა, ვისაც სურს საკუთარი ძალებისა და უნარების ხელახლა აღმოჩენა; ვისაც სურს, ცოტა ხნით შეჩერდეს, რათა შემდეგ უფრო მტკიცედ და გაცილებით უფრო შორს წავიდეს. ჩვენ გვწამს, რომ მომავალი ეკუთვნით სწორედ ასეთ ლიდერებს – ვინც გადიან შინაგან ტრანსფორმაციას და ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს“,-ამბობს პროგრამის ავტორი და წამყვანი მენტორი თამარ ყაჭაშვილი.
„გარდამტეხი წერტილის” პროგრამის პირველ ნაკადზე მიღება გამოცხადებულია, რეგისტრაცია შესაძლებელია 6 ოქტომბრამდე.
შეხვედრები 11 ოქტომბრიდან აიღებს სტარტს, სესიები Pullman Axis Towers-ში გაიმართება. მონაწილეებს კი ელით 48-საათიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს რვა შეხვედრას – სამუშაო გარემოსა და მენეჯერუული ენერგიის აღდგენის კომფორტულ კომბინაციას.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: turningpoint.ge/registration
დეტალები პროგრამის შესახებ: www.turningpoint.ge
[R]











