in

ფირსაკრავი და ჰაერის გამწმენდი, რომელიც თქვენს სახლში სუფთა ატმოსფეროს შექმნის

AETHER-turntable-air-purifier (1)

წარმოიდგინეთ, რომ გრძელი დღის შემდეგ სახლში ბრუნდებით და ირთვება მუსიკა, რომელიც წინასწარ, თქვენ მიერვეა შერჩეული. ამასთან, მუშაობს ჰაერის გამწმენდიც, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის გამომუშავებას ოთახში. ეს ყველაფერი შექმნილია ფირსაკრავის ფორმით და ეფუძნება AETHER-ის კონცეფციას.

სუფთა ჰაერის სუნთქვა არა მხოლოდ ფილტვებისა და სისხლის მიმოქცევისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ზოგადი კეთილდღეობისათვის. მას შემდეგ, რაც პანდემიამ სახლებში გამოგვკეტა, ჩვენი დროის დაახლოებით 90%-ს შენობებში ვატარებთ. კვლევები ადასტურებს, რომ გარკვეული დამაბინძურებლების კონცენტრაცია ხშირად ხუთგზის აღემატება ჩვეულებრივ ჰაერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერი, რომელსაც სახლში ვსუნთქავთ და სუფთა გვგონია, სინამდვილეში დაბინძურებულია.

AETHER-turntable-air-purifier

ახალი გამწმენდი გვეხმარება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში, ალერგენებისა და დამაბინძურებლების შემცირებაში. კარგი გამწმენდი ძლიერიც უნდა იყოს და ამავდროულად, მოსახმარად კომფორტულიც, რათა განთავსდეს სახლის ნებისმიერ კუთხეში. ამ მოწყობილობაზე დიზაინერმა, ჰიუნბინ იანგმა იმუშავა. ეს ბლუთუზ დინამიკი, შერწყმული ჰაერის გამწმენდთან, თანამედროვე ფირსაკრავის ფორმითაა წარმოდგენილი და მისი განთავსება ნებისმიერ სასურველ ადგილას შეგიძლიათ.

ფირსაკრავი სმარტფონით ან ჭკვიანი მოწყობილობით კონტროლდება, რომ მანდ ჩართოს მუსიკა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ სახლში ფეხს შედგამთ. ასე რომ, სახლში სასურველი განწყობა გარანტირებული გექნებათ, თქვენ კი წყნარად შეძლებთ სხვა საქმით დაკავებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც AETHER-ს აქვს სხვა ჰაერის გამწმენდებთან შედარებით, ესაა ფილტრების მარტივი შეცვლა, რაც მის მოხმარებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

AETHER-turntable-airpurifier

AETHER, ისევე როგორც გაჯეტების უმეტესობა, აღჭურვილია USB Type-C პორტით და აქვს ორი დინამიკი, ერთი ორივე მხარეს, რათა აუდიო იყოს სასიამოვნო და ისეთი, თქვენ რომ მოგეწონებათ. ჰაერის გამწმენდი ფირსაკრავის შუაშია მოწყობილი და აქვე შეგიძლიათ შეცვალოთ წმენდის სიმძლავრე. ხმის მარეგულირებელთან ერთად, გაქვთ ღილაკი, რომლითაც ნებისმიერ დროს ჩართავთ ან გამორთავთ მოწყობილობას.

ახალი ფირსაკრავი ჰაერის გაწმენდის ფუნქციით მოქნილია, ლამაზი დიზაინი აქვს და ერთდროულად ორ საჭიროებას ემსახურება, რაც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია – სახლის გარემო იყოს მსუბუქი და სუფთა.

როდის გვჭირდება და როგორ შევარჩიოთ ფსიქოლოგი საქართველოში?

კვლევა — ეგზოპლანეტას დედამიწის მსგავსი ატმოსფერო აქვს