23
Jun
2014

ყველაზე ნელი ტაქსი სახელწოდებით: “კუ ტაქსი”

23 Jun 2014

კობი
კობი


როგორც წესი ტაქსით ვმგზავრობთ იმის გამო, რომ მეტი კომფორტია და დანიშნულების ადგილამდე სწრაფად გვინდა მისვლა. არასდროს გვენანება იმაში ფულის გადახდა, რომ გზაში რამოდენიმე წუთი მოვიგოთ.

იაპონიაში კი უცნაური ტაქსი გამოჩნდა. Turtle Taxi–ის მომსახურეობა სხვა ტაქსებისგან განსხვავდება იმით, რომ თქვენ შეგიძლიათ მძღოლს სთხოვოთ ნელა, ან ძალიან ნელა იაროს და ამისთვის მხოლოდ ღილაკზე თითის მიჭერაა საჭირო.

რა საჭიროა ნელა სიარული? მაგალითად თუ ჩვილ ბავშვთან ერთად მგზავრობთ და არ გინდათ, რომ გაიღვიძოს და ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც  დაბალ სიჩქარეზე სიარული აუცილებელია.

“კუ ტაქსი” კომპანია Yokohama–ს ეკუთვნის და მათი მისიაა მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს. კუ ტაქსის შექმნის იდეა მარტივი დაკვირვებისგან გაჩნდა. საქმე იმაშია, რომ მგზავრების 15% დაბალ სიჩქარეზე სიარულს ითხოვდა. შესაბამისად კომპანიამ იმ 15 % ადამიანის სურვილების დაკმაყოფილება გადაწყვიტა. შედეგად აღმოჩნდა, რომ უფრო მეტ მგზავრს სურს, რომ სიჩქარე თვითონ შეარჩიოს.

 

 

განხილვა