in

ტუსა ღარიბაშვილმა მოდულარული ფერმის პროტოტიპი შექმნა

სულ რამდენიმე წლის წინ, თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ პირველმა ვერტიკალურმა მეურნეობამ დაიდო ბინა. 150 კვ.მ სივრცეში, 7-დონიან თაროებზე, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა Space Farms, რომელიც 85%-ით ნაკლები წყლის მოხმარებით, სრულად კონტროლირებულ გარემოში ზრდის საკვებ ბოსტნეულსა და მცენარეებს. ფუტურისტული მეურნეობის მომდევნო ეტაპზე, ტუსა ღარიბაშვილის ჩანაფიქრი სხვა მასშტაბს მისწვდა და გადაწყვიტა მომხმარებლებისთვის ხილ-ბოსტნეულის შეძენის საშუალება „უშუალოდ, მოყვანის ადგილიდან“ მიეცა. ამიტომაც, შექმნა მოდულარული ფერმის პროტოტიპი, „სფოთი“, რომლის მიზანიც მომხმარებლამდე საკვები პროდუქტის ტრანსპორტირების გარეშე მიტანა, ჯანსაღი მცენარეების მოყვანა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაა. მოდულარული ფერმა ენერგიისა და წყლის რესურსების დაზოგვაზეა ორიენტირებული და ამავდროულად, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მცენარის ზრდას ყოველ ეტაპზე ადევნოს თვალი.

„სფოთის“ პირველი პროტოტიპი 2 კვ.მ.-ს იკავებს და სეზონის მიუხედავად, სტაბილურად მოჰყავს 15-20 კგ მოსავალი, მთელი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ პროცესში არ გამოიყენება პესტიციდები და ჰერბიციდები. მინიმალურია ადამიანის პროცესში ჩართულობა და მთლიანობაში, „სფოთით“ მიღებული პროდუქტი ნაკლებდანახარჯიანია. ტრადიციული ფერმისაგან განსხვავებით, სფოთით ზრდა უფრო პროგნოზირებადია, რადგან მასზე გარე ფაქტორები, როგორიცაა ამინდი, გავლენას ვერ ახდენს.

მოდულარული ფერმის, „სფოთის“ განლაგება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, მაგალითად, სუპერმარკეტებში, რესტორნებში, სასტუმროებსა თუ საცხოვრებელ კომპლექსებში, ასევე, ერთიან დიდ ფერმად. მისი მუშაობის პრინციპი მომხმარებელს პროდუქტის ფესვებიანად, ჯანსაღი სახით მიღების საშუალებას აძლევს. „სფოთის“ სერვისს Space Farms უზრუნველყოფს. ამ დროისთვის, მოდულარული ფერმა საცდელ რეჟიმშია. მალე, დამატებით „სფოთების“ გამოშვებაც იგეგმება.

ჯეიმს ვების ტელესკოპის სატესტო ფოტოებში მისი პირველი სელფიც გამოჩნდა

“პირველად საქართველოში – ემოციებისა და სიყვარულის ზღვა მომხმარებელს”- More Beauty