27
დეკ
2016

“ალაზნისთავის” თუშური გუდა – ყველის საუკუნოვანი ტრადიცია

27 დეკ 2016

ალაზნისთავი” კოოპერატივია, რომელმა 2015 წელს, გომეწრის ხეობაში, მდინარე ალაზნის სათავეებთან, თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, ENPARD-ის პროგრამით და დონორი ორგანიზაციების – OXFAM, ელკანა, საქართველოს მთავრობისა და ალავერდის ეპარქიის მხარდაჭერით, აამოქმედა პირველი ტრადიციული თუშური გუდის ყველის თანამედროვე სტანდარტის საწარმო. ისტორიულად, თუშური გუდა ცნობილი იყო როგორც საუკეთესო ხარისხისა და განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ყველი არამარტო   ამიერკავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თუშური გუდის ყველის დამზადება რძის გაწურვის ეტაპიდანვე განსაკუთრებულია. ნედლი რძე იფილტრება სხვადასხვა სამკურნალო ბალახეულობებით, ტრადიციული ტექნოლოგიის დაცვით. შემდეგ ყველი მწიფდება მინიმუმ 60 დღე ცხვრის ტყავისაგან დამზადებულ გუდაში (გუდა-ცხვრის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებული ჭურჭელი).

BOG PLUS

22 დეკემბერს კოოპერატივმა ალაზნისთავმა, მათ მიერ წარმოებული 4 სახის გუდის ყველის ოფიციალური პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოაწყო. ღონისძიება გაიმართა სასტუმრო ბეთსისში და ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ღონისძიებაზე ისაუბრეს თუშური გუდის ყველის დამზადების ტექნოლოგიაზე და მის მნიშვნელობაზე.

ამჟამად “ალაზნისთავი” აწარმოებს  ოთხი სახის  გუდის ყველს:

“სვილობი”– ცხვრის გუდის ყველი;

“ლარტუშო”– ძროხის გუდის ყველი;

“დოვნა” – ცხვრის და ძროხის რძის შერეული ყველი;

“ჩოგი” – მდნარი ყველი

კოოპერატივ “ალაზნისთავის” მიერ წარმოებული გუდის ყველი უკვე გადის  ექსპორტზე ამერიკაში და მალე  ქართული სუპერმარკეტების დახლებზეც გამოჩნდება, მანამდე კი მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებ გვერდს  WWW.GUDA.GE

განხილვა