in

როგორ გახდება ტუვალუ პირველი ქვეყანა, რომელიც მხოლოდ მეტავერსში იარსებებს?

კლიმატის კრიზისი სულ უფრო გაურკვეველი მომავლის წინაშე გვაყენებს. მაგალითად, სამხრეთ წყნარი ოკეანის ცხრა პატარა კუნძულისგან შემდგარი ჯგუფის, ტუვალუს ხალხისთვის, ზღვის დონის მატებამ შეიძლება მათი სამშობლოს სრული გაქრობა გამოიწვიოს — ამას კი სულ რამდენიმე ათწლეული დასჭირდება.

ტუვალუს იუსტიციის, კომუნიკაციებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოფემ ცოტა ხნის წინ დეტალურად განიხილა ეს საკითხები გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, (Cop27) სამწუთიანი ვიდეო მიმართვის დროს. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ იღებს ის გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე და კამპანიის ფარგლებში „ციფრულად ერად“ გარდაქმნის ტუვალუს.

„ამ შედეგის ტრაგედია გადაჭარბებული არ არის. რადგან სამყარო არ მოქმედებს, ჩვენ თავად უნდა გავაკეთოთ ეს. ტუვალუ შეიძლება იყოს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მხოლოდ მეტავერსში იარსებებს, მაგრამ თუ გლობალური დათბობა გაგრძელდება, უკანასკნელი ნამდვილად არ იქნება“, — ამბობს საიმონი.

კამპანიაზე Accenture Song The Monkeys სააგენტომ და პროდიუსერულმა კომპანია Collider-მა იმუშავეს.

Monolink მსმენელის წინაშე დღეს, 22 ნოემბერს წარდგება

2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, კატარში, Visa გადახდის ინოვაციური საშუალებებით წარდგება