in

დავით გოგიჩაიშვილი და ახალი ტელევიზია TV11

TV11 – ახალი ტელევიზია ქართულ ბაზარზე, განსხვავებული ფორმატით და გადაცემით. მარკეტერის სტუმარია – დავით გოგიჩაიშვილი.

მოგვიყევით თქვენს შესახებ

დათო გოგიჩაიშვილიდავიბარე 1975 წლის 23 დეკემბერს. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. დავამთავრე ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატის სკოლა. მოგვიანებით განათლება, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში მივიღე.

გახლავართ ბაკალავრი-ფინანსებსა და ბანკების სფეროში, ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში და ასევე ჟურნალისტიკაში.

მაგისტრატურა დავამთავრე მედია მენეჯმენტისა და აღმასრულებელი „MBA“ მიმართულებით.

როგორია სამუშაო გამოცდილება?

1994 წელს პირველი სამუშაო გამოცდილება მივიღე, რადიო 105-ში ვიყავი “დიჯეი დათო”. მეორე სამსახური იყო ბანკი, ეკონომიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. როცა არჩევანის გაკეთება მომიწია ავირჩიე რადიო. შემდეგ მოვხვდი ტელევიზიაში, პირველი არხის შემდეგ ვიმუშავე მეორე არხში, შემდეგ ამერიკაში ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრში, ნაციონალური მაუწყებლების ასოციაციაში, „ემ ბი სი”-ში, შემდეგ კვლავ საქართველო და შეიქმნა „ღამის შოუ სტუდია“, ვაკეთებდით პროექტებს „რუსთავი 2-ში“, „იმედში“, ახლა „TV11“. ვარ კონსულტანტი რამდენიმე პროექტის.

რა შეიცვალა სატელევიზიო ბიზნესში უკანასკნელ წლებში? როგორ შეაფასებთ დღევანდელ მდგომარებას?

2003 წლიდან ძალიან განვითარდა ფროდაქშენი, ბიზნესის თვალსაზრისით საქართველოში ტელევიზია არ უნდა განვითარებულიყო, რადგან თავად ქვეყანა ეკონომიკის თვალსაზრისით არ არის სათანადოდ განვითარებული. სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ არხებსაც კი რომ შეადარო, ჩვენთან ხარისხი ბევრად უფრო მაღალია. წარმოიდგინეთ ამ პატარა ბაზარმა იხილა ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორგიც არის: აიდოლის ფორმატი, ნიჭიერის ფორმატი, X ფაქტორი, ჯეოსტარი, ვოისი, საქართველოს ვარსკვლავი, სიტკომი და ა.შ. ასევე ნახეს სერიალები: „24 საათი“, „Prison Break“, „Lost” და სხვა. ვთვლი, რომ ბევრი რამ განვითარდა, ბევრმა კი რეგრესი განიცადა. რეიტინგები აღმოჩნდა მოკარნახე ტელევიზიებისთვის თუ რა სახის პროდუქტი უნდა შექმნას მაყურებლისთვის-აი ეს არის რეგრესი.

”ღამის შოუ სტუდია”-ში უამრავი სიახლეა. მთავარი კი ის არის, რომ გადაცემები არა მხოლოდ სხვა არხისთვის არამედ უკვე საკუთარი ტელეკომპანიისთვის მზადდება. ფაქტია, რომ განსხვავებული ფორმატის არხია. უფრო დაწვრილებით მოგვიყევით რა განსხვავებას ხედავთ სხვა არხებთან შედარებით? რატომ უნდააირჩიოს მაყურებელმა TV11?

„ღამის შოუს სტუდიის“ კარიერა რამდენიმე ნაწილად იყოფა. პირველი იყო „ღამის შოუ“, რომელიც

tv11

„რუსთავი 2-ზე დავიწყეთ“. რამდენიმე სეზონისა და ცნობილი ამბების შედეგ ჩვენი ჯგუფი გაიყო ორ ნაწილად და ჩვენ წამოვედით. ყველა ტელევიზიას სურდა ამ ფორმატის გადაცემა. ჩვენ უარი არ გვითქვამს, მაგრამ ვთავაზობდით სიტკომს, ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ სატელევიზიო სივრცეში. არავის წარმოედგინა, რომ ჩვენი სერიალი, ახალი სახეებით კარგი გამოვიდოდა. იმედი დავითანხმეთ, მაგრამ ერთი სეზონის შემდეგ „ღამის შოუს“ ფორმატით გადაცემა უნდა გაგვეკეთებინა. ერთი სეზონის შემდეგ კი არც ერთ ტელევიზიას ღამის შოუს ფორმატი აღარ ახსოვდა და ყველა სიტკომზე გადმოერთო. დღევანდელი გადმოსახედით მგონია, რომ “ღამის შოუ სტუდია“ არის ახლის დამამკვიდრებელი.

„TV11“ ჩვენი მესამე გამონათებაა. განსხვავებაც სხვა არხებთან ბევრია, სწორედ ამიტომ ირჩევენ ჩვენ არხს. ყურებადობის პარადიგმა შეიცვალა. ეს ხომ არ არის არხი, როგორც დიდი არხები, სადაც უყურებენ ერთ საათიან გადაცემას და შუაში არის სარეკლამო გაჭრები. ჩვენთან გადაცემები 3-დან 10 წუთამდე გადის. ამ ერთი წლის განმავლობაში აუცილებელია შევეცადოთ გადმომრთველი მაყურებლის მოპოვებას. როგორც სხვა არხები ამბობენ, რომ 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობენ ყველა კატეგორიის მაყურებლისთვის, ჩვენ ამას არ ვამბობთ. სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია, 2 თვეში ჩვენ მივიღეთ ძლიან კარგი შედეგი ანუ 2 მილიონ ნახევარი ნახვა და 6 მილიონი წუთი ჩვენი პროდუქციის ნახვის.

გარდა ყურებადობის პარადიგმისა ჩვენ რეკლამის პარადიგმაც შევცვალეთ. ეს კიდევ ერთი სხვაობაა. აი, მაგალითად ავიღოთ კომპანია, რომელსაც სურს გაყიდოს X ნივთი Y-ზე. ჩვენთან TV11-ში რეკლამის გაყიდვა ისე არ ხდება, როგორც სხვა ტელევიზიაში. ჩვენ მას ეფინითის მიხედვით ვყიდით. ეს ნიშნავს, რომ მე ვითვლი სად არის ეს Y ადამინები, რათა მე პირდაპირ მივაწვდინო რეკლამა მას. სხვა არხებზე კი ასე არ ხდება, რადგან იქ რეკლამა გადის ყველასთვის და მათ შორის Y ადამიანებისთვის, ჩვენთან კი მხოლოდ Y ადამინებისთვის. როდესაც ჩვენ კომპანიებთან ამ თემაზე ვლაპარაკობთ კომპანიებს ძალაინ მოსწონთ ეს. რა თქმა უნდა ეს უფრო რთულია, მაგრამ „ღამი შოუს“ გაკეთებაც ერთდროს რთული იყო.

რაც შეეხება რეიტინგებს, ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს და ამ მაჩვენებლით ჩვენ ვუგებთ GDS-ს, პირველ არხს, Music box-ს, მეორე არხს. ვერ ვუგებთ რა თქმა უნდა რუსთავი 2-ს, იმედს, მაესტროს. კომედი არხთან კი თითქმის თანაბრად ვართ. რეგიონებში ძალიან ცუდი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ დაფარვა არ გვაქვს კარგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ეს პრობლემაც უახლოეს მომავალში მოგვარდეს.

მოგვიყევით გადაცემებისა და პროგრამების შესახებ? რამდენი გადაცემა გადის ამდროისთვის არხზე და რომელია ყველაზე რეიტინგული?

chais-temaდაახლებით 30 გადაცემა გადის ამ დროისთვის. არის გადაცემები, რომელიც იწყება და ერთ თვეში მთვარდება. არის გადაცემები, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება. ახლა დავიწყეთ ინგლისურის გაკვეთილები, რომელიც ძალიან მომწონს. ყველაზე რეიტინგულია „კლაბ 11“ და „ჩაის თემა“, მასობრივად აგორებულია და დასწრების სურვილი ძალიან დიდია.

როგორია გამოხმაურება? პოლიტიზირებული საზოგადოებისთვის რამდენად მისაღები აღმოჩნდა მსგავსი გადაცემები?

მთავარი ფითბექი რაც გვაქვს Tv11-ზე არის ის, რომ კარგია მაგრამ ბევრჯერ მეორდება. სამ ძირითად გამოხმაურებას გამოვარჩევდი:

  1. რა კარგი არხია, ვაკანსია ხომ არ არის?
  2. უი რა კარგი არხია, თუ ვაკანსია გაქვთ გამომიგზავნეთ ამ ელ-ფოსტაზე?
  3. დავით ვაკანსია ხომ არ არის ჩემთვის?

ეს გამოხმაურება მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თავიდან გადაცემები დღის განამვლობაში 16-ჯერ მეორდებოდა, დღეს 7-ჯერ. ჩვენ გვირჩევნია დროთა განამვლობაში დავწიოთ ეს ციფრი. რადგან იკლებს ესე იგი გადაცემებიც ემატება. როგორც ავღნიშნე, ინგლისურის გაკვეთილები, „სალომე შელიას ფინანსური რჩევები“ სერიალები ყოველ მეორე დღეს, და სხვა გადაცემები. როგორც სხვა არხებზე ჩვენთან არ იწყება ახალი სეზონი სექტემბრიდან, რადგან ჩვეთან ყველაფერი ახალია. პოლიტიზირებული საზოგადოებისთვისაც საკმაოდ საინტერესო და მისაღები აღმოჩნდა, ეს გამოხმაურებამაც აჩვენა.

როდის და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება შეგექმნათ ახალი ტელე არხი? ეს იყო მრავალწლიანი მუშაობის შედეგი თუ ტელე იმედში შეზღუდული საეთერო დრო?

დაახლოებით 8 თვეა ჩვენ გვინდა ჩვენი არხის გაკეთება. როგორც ადამიანი ვითარდება ასე ვითარდება ორგანიზაციაც. ვაკეთებდით პროექტებს, გადაცემებს, სერიალებს და მივხვდით, რომ იყო დრო შეგვექმნა ახალი. ამის შემდეგ რა იქნება არ ვიცი.

რამდენი ადამიანია ახლად შექმნილ ტელევიზიაში დასაქმებული, ეს რაოდენობა დარჩება თუ მზად ხართ სტაფი გაზარდოთ? რამდენად საჭიროა თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა წარმატებისთვის? ვინ არიან გუნდის წევრები და მათთან ერთად რა დრო დაგჭირდათ ტელევიზიის შესაქმნელად? როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს?

ირაკლი კაკაბაძე ეს არის იდეების გენერატორი, მე გადართული ვარ გაყიდვებში, გოჩა კორხელაური (კოხი) არის მთავარი და მნიშვნელოვანი დასაყრდენი, ირაკლი ვახტანგიშვილი, სცენარისტები, პროდიუსერები, რეჟისორები და სხვა ძლიან ბევრი და მნიშვნელოვანი ადამინი გვყავს გუნდში. სულ 130 თანამშრომლამდე ვართ ანუ როგორც ადრე ვამბობდი ერთ სამარშუტო ტაქსზე მეტია.

რვა თვე ვმუშაობდით იმისთვის, რომ ეს არხი შეგვექმნა. ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენ პირდაპირ არ ვმოტივირდებით ფულით. ჩვენი მოტივაცია სიახლის შემქნაა. ჩვენ „ღამის შოუს“, „კაცების შოუს“ ,“ ანეგტოტებს“ ვაკეთებდით სხვა არხებისთვის და პარალელურად ახალ არხზე ვმუშაობდით. საშინელ შრომასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, მაგრამ, როცა ამის სურვილი გაქვს ყველაფერი გამოდის.

როგორ ფიქრობთ, რომ არა ირაკლი კაკაბაძე, ჯანელიძე და ვახტანგიშვილი და სხვა გუნდის წევრები თქვენი გუნდი წარმატების მოპოვებას მაინც შეძლებდა?

ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელშიც ადამიანები არიან ისეთები, როგორებიც არიან. ჩვენ ვქმნით ატმოსფეროს, სადაც თეთრი დათვი თავისით მოძებნის ანტაქტიდას და აქლემი საჰარას, ანუ ეს არის ატმოსფერო თავისი კლიმატით. მაგალითად ჩვენი თანამშრომელი სალომე ღლონტი, რომ არ ჰყავდეს „ღამო შოუ სტუდიას“ ის ჩამოიშლება, რადგან ღლონტი არის მონოლითი. ასე იყო ჩვენი თანამშრომელი ჩაპო, რომელმაც საკუთარი თავი აღმოაჩინა და საკუთარი სურვილით ისწავლა ოპერატორობა. ასე არის ყველა სხვა თანამშრომელი. ღლონტი, ჩაპო, კაკაბა, კოხი და სხვა რიგითი თუ არარიგითი ადამიანები. ადამიანები, რომელზედაც დგას ეს სტუდია. ეს ხალხი კი შექმნა სისტემამ.

ტელესერიალი ”გოგონა გარე უბნიდან”, სადაც ტელეკომპანია ტვ11-ში სერიალის გმირების ისტორიები ვითარდებოდა. უკავშირდება თუ არა თქვენი სახელწოდება ამ სერილს და როგორ გგონიათ ”ტვ11” ეს უკვე წარმატებული ბიზნესისა და საქმიანობის სიმბოლოა თქვენთვის?

ეს წარმატების სიმბოლოა, თან გვინდოდა ჩვენთან ასოცირებული ყოფილიყო ჩვენი სახელი. სხვადასხვა ვერსიები გვქონდა, მათ შორის „ღამი შოუს სტუდიის არხი“, მაგრამ ეს ცუდად ჟღერდა, საბოლოდ გაგვახსენდა, რომ არხის სახელწოდება ჩვენ უკვე გვქონდა და ასეც დავარქვით.

რატომ არ შეიქმნა არხი ტელეკომპანია იმედის ბაზაზე? მიუხედავად ამისა, მათთან მაინც თანამშრომლობთ. აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს სხვა არხებთან?

ჩვენ ვართ სტუდია, რომლის საქმიანობის სფერო არის ორი მიმართულება. პირველი ჩვენი არხი ხოლო მეორე გადაცემები სხვადასხვა არხებისათვის. ახლა ჩვენ ვმუშაობთ იმედისთვის და ვაკეთებთ „ოთარ ტატიშვილის შოუს“ და მაესტროზე „ოთხი ოთხზე“ და „ანეგდოტებს“. უახლოვეს მომავალში მაესტროზე თიბისი თივის მიერ მომზადებული ჩვენი ფროდაქშენით „სალომე შელიას ფინანსური რჩევები“ გავა. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ „რუსთავი 2-თან“, „იმედთან“ და სხვა არხებთან. „იმედთან“ გვქონდა მოლაპარაკებები ახალი არხის მათ ბაზაზე შექნის თაობაზე, მაგრამ 8 თვე ვერ ჩამოყალიბდა არხი, შესაბამისად ჩვენ „მაესტროს“ ბაზაზე გავიხსენით.

თქვენი მიდგომა სხვა ტელევიზიებთან სუფთა კომერიციული და რეიტინგზე ორიენტირებულია? ანუ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გაქვთ სურვილი რუსთავი 2-თან თანამშრომლობის.

კომედი შოუს ბიჭებთან ერთად ჩვენ არასოდეს არაფერს არ გავაკეთებთ. რაც არ უნდა კომერციული დაინტერესება იყოს მე არასდროს მათან არაფერს არ გავაკეთებ. იქ იყო დიდი დაპირისპირება, რაც წელებთან ერთად არ გენელებულა. ეს დიდი პრინციპის ამბავია, თუმცა მართალია არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ მაინც. „რუსთავი 2-თან“ კი არ გვქონდა პრობლემა ჩვენ შიდა დაპირისპირება მოგვივიდა, კი მაშინდელი ხელმძღვანელობა იღებდა მონაწილებას, მაგრამ ჩვენი მთავარი გულისტკივილის გამომწვევი არიან ეს ბიჭები. „რუსთავი 2“ რეიტინგული ტელევიზიაა და რატომაც არა.

როგორ გონიათ გაიზარდნენ თქვენი წამოსვლის შემდეგ?

მათ დააკლდათ ისეთი ადამინიები, რომლებიც ახლის მომფიქრებლები იყვნენ: ჯანელიძე, კოხი, იკო. დღეს ისინი იმას აკეთებენ, რაც ხდებოდა ჩემს დროს ანუ 2006-მდე.

უკვე ერთ წელზე მეტია რაც „რუსთავი 2“ საერთო წილით გააერთიანდა ”კომედი არხთან” ამ გადაწყვეტილებით არხმა ბაზრის წილიდან მინიმუმ 50%-ი წამოიღო. დღეს ისინი ბაზარზე ლიდერები არიან. იგივე გათვლა გააკეთა მაესტრო და ტვ11-მა? როგორია დღეს თვენი მდგომარება ბაზარზე?

ჩემგან კომპლიმენტი „რუსთავი 2-ის“ გაყიდვების სამსახურს. დიახ, ჩვენც თითქმის იგივე გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ შემთხვევაში სარეკლამო დროის გაყიდვის თვალსაზრისით ეს საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენი არხის პრეზენტაციაზე, სანამ ეთერში გავიდოდით 10 სარეკლამო პაკეტი გავყიდეთ. მას შემდეგ კი ბევრი დაემატა. ჩვენს არხს ბევრი კომპანია ირჩევს, რადგან სხვა არხებთან შედარებით ნეხევარ ფასად შეგიძლია მიწვდე იმ სეგმენტს, რომელზედაც კომპანია ნადირობს. უკვე სარეკლამო გაყიდვებით Tv11-ის შემთხვევაში კმაყოფილი ვარ.

რა რისკებთან იყო დაკავშირებული ახალი არხის გახსნა? 

რისკი ყოველთვის არის. რა რისკებიც არის სხვა ბიზნესში იგივე ხდება ტელევიზიის თვალსაზრისით. ჩვენი პროდუქტი არის უნარი, შევქმნათ მაყურებლის განწყობა. ანუ ჰაერს ვყიდით, რათა მოვიპოვოთ რეიტინგი, მაგრამ შედეგები უკეთესია ვიდრე სხვა ბიზნესში, მაგრამ სხვა ბიზნესისგან განსხვავებით მე ერთიდაიგივე პროდუქტს ვაწარმოებ ერთხელ და რამნდენიმეჯერ ვყიდით.

და ბოლოს, რატომ არ ჩნდებით ტელე ეკრანზე? რაიმე სიახლეებს არ გეგმავთ ამ თვალსაზრისით?

ვერ ვმოტივირდები ეკრანზე ყოფნით, “ღამის შოუს” წამყვანი იმიტომ ვიყავი, რომ ვერ ვანდე სხვას. ვთვლი, რომ არ არის სასურველი ჩემი ეთერში ყოფნა, თუმცა ამას ბევრი მეუბნება, არ მაქვს სურვილიც.

როგორი იქნება ქართული OK! ?

სამსახური

ჟურნალი OK! მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის და დიზაინერის ვაკანსია!