in

თვალები ნეიროგანვითარების დარღვევების ადრეულ დიაგნოსტიკაში გვეხმარება — კვლევა

დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გსმენიათ გამონათქვამი: „თვალები ყველაფერს ამბობს“. როგორც ჩანს, ეს ფრაზა ნეიროგანვითარების დარღვევებზეც ამართლებს. ფლინდერსისა და სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტების ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ თვალის ჩანაწერებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომისა (ADHD) და აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) სიგნალების იდენტიფიცირება შეუძლია. 

M2
M2

ADHD და ASD არის ნეიროგანვითარების დარღვევები, რომლებიც გლობალურადაა გავრცელებული 3,4% და 1% შესაბამისობით. გარდა ამისა, ASD-ით დაავადებული ყოველი მესამე ბავშვი შეესაბამება ADHD-ის დიაგნოსტიკურ ქცევას

ADHD-ს ახასიათებს იმპულსური ქცევის კონტროლის სირთულე, ჰიპერაქტიურობა და კონცენტრაციის გაძნელება. ხოლო ASD ქცევის, ურთიერთობისა და სწავლის განსხვავებულ გზებს მოიცავს. ჩვეულებრივ, ორივე მდგომარეობის დიაგნოზირება ხდება ბავშვობაში, მაგრამ მათი მსგავსების გამო ხშირად დიდი დროა საჭირო კონკრეტული დიაგნოზის დასადგენად. ამიტომაც, ახალი სადიაგნოსტიკო საშუალებების კვლევა და შემუშავება ყველასათვის სასარგებლო იქნება,

ზემოთ ხსენებულ კვლევაში ელექტრორეტინოგრამა (ERG) და დისკრეტული ტალღის ტრანსფორმაციის (DWT) ანალიზი გამოიყენეს. ERG არის დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც ზომავს ბადურას სხვადასხვა უჯრედის ელექტრულ რეაქციას მსუბუქი სტიმულის საპასუხოდ. ამასთან, კვლევა ASD-ის მქონე 55 და ADHD-ის მქონე 156 ადამიანს მოიცავდა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაბალი ენერგიის ERG-ის მქონე ბავშვებს ASD აღენიშნებოდათ, ხოლო მაღალი ენერგიის მქონე ბავშვებს — ADHD

„ბადურას სიგნალებს სპეციფიკური ნერვები აქვს, რომლებიც მათ წარმოქმნის. ასე რომ, თუ შევძლებთ ამ განსხვავებების იდენტიფიცირებას და მათ კონკრეტული მიმართულებით ლოკალიზაციას, მარტივად გავარჩევთ ერთმანეთისგან ADHD-ისა და ASD-ის სიმპტომებს. ასევე, პოტენციური შანსია იმისა, რომ ნეიროგანვითარების სხვა დარღვევებიც აღმოვაჩინოთ“, — ამბობს პოლ კონსტებლი, კვლევის წამყვანი ავტორი.

ეს კვლევა წინასწარ მონაცემებს გვაწვდის ნეიროფიზიოლოგიური ცვლილებების შესახებ, რომლებიც ზემოხსენებულ ორ აშლილობას ეფექტურად განასხვავებს ერთმანეთისგან. საბოლოოდ კი მკვლევართა თქმით, თვალები ტვინის გაგებაში გვეხმარება.

ხის სათამაშოებში ჩაქსოვილი სიყვარული – Geostyle wood art

Snap და Vogue მაღალ მოდას ტექნოლოგიებთან აკავშირებენ