in

რატომ მოძრაობს ჩვენი თვალები ძილის დროს? — კვლევა

მრავალი ცხოველის მსგავსად, ძილის დროს, თაგვებიც წარმოსახვის სამყაროში შედიან. ახლა კი მეცნიერებმა, მძინარე მღრღნელების ტვინის შესწავლის მეშვეობით, გაარკვიეს, რატომ გვახასიათებს ძილის დროს თვალის სწრაფი მოძრაობები (REMs).

M2
M2

მკვლევრები ძილის დროს თვალის ხამხამის ფენომენს 1950 წლიდან სწავლობდნენ. მათ ვარაუდიც გამოთქვეს, რომ ძილში გაუცნობიერებლად ვადევნებთ თვალს წარმოსახვით სურათებს. მეცნიერთა ნაწილი კი ფიქრობდა, რომ REM ძილი სიზმრების არარსებობის შემთხვევაში ხდება — განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში და ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებში, რაც აშკარად ხელს უშლის ვიზუალიზაციას.

ალტერნატიულად, ჩვენი თვალის გუგების სწრაფი მოძრაობა, შეიძლება, უბრალოდ ნერვული პასუხი იყოს უფრო ფუნდამენტურ აქტივობაზე. ეს უკანასკნელი კი მაშინ ხდება, როდესაც ცნობიერის ნაცვლად მხოლოდ არაცნობიერი მუშაობს. ხოლო ახლად ჩატარებული კვლევის ფარგლებში, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვების თალამუსში ნერვული უჯრედები გაზომეს — უჯრედები, რომლებიც თავის გარკვეული მიმართულებით მიმართვაზეა პასუხისმგებელი.

მღვიძარე თაგვებში თვალის მოძრაობები თავისას ემთხვევა. ჯგუფმა იმპლანტირებული ზონდები გამოიყენა თაგვების ნერვული აქტივობის ჩასაწერად. ეს კი იმის საშუალებას იძლეოდა, რომ მათი გარემო მარტივად შეესწავლათ. ხოლო როდესაც სუბიექტები იძინებდნენ, სენსორები ჩაწერას აძლიერებდა. შემდეგ გამოიყენეს ნერვული აქტივობის საბაზისო დონეები და სიფხიზლის პერიოდებში ჩამოყალიბებული საკადები. ეს უკანასკნელი იმის დადგენას ემსახურებოდა, რამდენად უკავშირდება თვალის სწრაფი მოძრაობა სიზმრის სამყაროში ნანახ გამოსახულებებთან.

მიღებული შედეგები საკმაოდ მკაფიო, ობიექტურ მტკიცებულებებს იძლევა თაგვის თვალის სწრაფ მოძრაობასა და თავის ტვინის კონტროლს შორის კავშირზე. გაღვიძებულ მდგომარეობაში უფრო დიდი და მკვეთრი თვალის მოძრაობები თავში უფრო დიდ ცვლილებებს პროგნოზირებს. ეს ყველაფერი REM-ის დროს ტვინში კოორდინაციის მაღალ დონეზე მიუთითებს, რომელიც სხეულის მოძრაობებს წარმოსახვით სივრცეშიც უჭერს მხარს. 

ნიდერლანდების ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეირომეცნიერების კეტრინ კანტოსა და კრის დე ზეუს კომენტარის თანახმად, ძილის დროს თვალის მოძრაობების დაკვირვება მეხსიერების გაუმჯობესებაში ან მენტალური ტრავმის მკურნალობაში დაგეხმარებათ.

Heinz ტორტს აცხობს, რათა ბურგერისა და კეტჩუპის „ქორწინება“ აღნიშნოს

ეფექტური E-mail მარკეტინგის 6 ხელსაწყო