in

შესაძლოა, „თვალის კაკალი“ საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა იყოს!

თუ მულტიპლანეტარულ არსებებად გვინდა, ვიქცეთ, მაშინ პლანეტებიც დაგვჭირდება, რომლებზეც სიცოცხლეს შევძლებთ. ბევრს კი ცდილობენ, მაგრამ ფაქტია, რომ დედამიწას ჯერ რეალური კონკურენტი არ ჰყავს. მიუხედავად ამისა, ახლა მეცნიერები 2017 წელს აღმოჩენილ ეგზოპლანეტაზე ამყარებენ იმედებს, რომელიც მზის სისტემის გარეთ საცხოვრებლად ვარგისი შეიძლება იყოს. უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ LHS-1140b-ის უცხო სამყარო თვალის კაკლის პლანეტად ყოფნის ნიშნებს აჩვენებს, გლობალური ოკეანით, რომელიც ყინულით არის დაფარული და ერთი ირისის მსგავსი რეგიონით, რომელიც დაახლოებით 4000 კილომეტრზე მდებარეობს.

M2
M2

ჩვენთვის ამჟამად ცნობილი ყველა ზომიერი ეგზოპლანეტიდან LHS-1140b საუკეთესო ვარიანტს გვთავაზობს, რომლითაც შეგვიძლია ერთ დღესაც ირიბად დავადასტუროთ თხევადი წყლის არსებობა უცხო პლანეტის ზედაპირზე ჩვენი მზის სისტემის მიღმა. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება პოტენციურად დასახლებადი ეგზოპლანეტების ძიების პროცესში, — აცხადებს ჩარლზ კადიე, ასტროფიზიკოსი.

საინტერესოა, რომ LHS-1140b-ის რადიუსი ჩვენს პლანეტაზე 1.73-ჯერ დიდია და მასას 5.6-ჯერ აღემატება. მიუხედავად ამისა, მაინც საკმარისად პატარად თვლიან იმისათვის, რომ დასახლებად სამყაროებს შორის მოვაქციოთ, უფრო ახლოსაც ბრუნავს თავისი ვარსკვლავის გარშემო და მთლიანი ორბიტის დასრულება სულ რაღაც 25 დღეში შეუძლია. ეს ვარსკვლავი მზეს რომ ჰგავდეს, სიცოცხლე კი წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ცივი და მკრთალი წითელი ჯუჯა ვარსკვლავია. თუმცა არც ისეთი ცივია, რომ ყველა ზედაპირული წყალი გაყინოს, მაგრამ არც ისე ახლოსაა მასთან, რომ აორთქლებაც დავივიწყოთ. როგორც ამბობენ, აქაც ზუსტად იგივე ფენომენი ხდება, რაც დედამიწისა და მთვარის ურთიერთობისას.

თუმცა მხოლოდ საცხოვრებელ ზონად კლასიფიცირება არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აქ ყველა საჭირო პირობაა სიცოცხლისთვის… LHS-1140b-ის ქიმიური მახასიათებლების შესახებ უნდა გავიგოთ მეტი, რისთვისაც თუ აქვს, მის ატმოსფეროსაც უნდა დავაკვირდეთ. ეს კი ზუსტად ის არის, რაც ახლა მეცნიერებმა JWST-ის გამოყენებით გააკეთეს!

სისტემა საკმარისად ახლოსაა იმისათვის, რომ დეტალური ინფორმაცია შევაგროვოთ იმაზე, თუ როგორ იცვლება სინათლე, როცა ეგზოპლანეტა დედამიწასა და ვარსკვლავს შორის გადის. ზოგიერთი ნათება ატმოსფეროშიც გაივლის და როცა ამას გააკეთებს, ზოგიერთი ტალღის სიგრძე შეიწოვება მასში არსებული ატომებით. ხოლო ის თუ, რომელი ატომებია მოქმედებაში, ამის განსაზღვრა ტალღის სიგრძეებითაა შესაძლებელი.

ასე მეცნიერებმა აზოტის არსებობის დადგენა შეძლეს, რომელიც ჩათვალეთ, რომ დედამიწის ატმოსფეროსთვის მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს. ვიგებთ, რომ LHS-1140b აირებითაა დატვირთული პატარა ნეპტუნის მსგავსად და მასაც უფრო მეტად წყალბადით მდიდარი ატმოსფერო უნდა ჰქონდეს. აზოტის არსებობა, თავის მხრივ, მეორად ატმოსფეროზე მიგვითითებს — იმაზე, რომელიც ეგზოპლანეტასთან ერთად კი არა, მისი დაბადების შემდგომ წარმოიქმნა.

რაც შეეხება პლანეტის სიმკვრივეს, მეცნიერთა გამოთვლებით 5.9 გრამს უდრის ერთ კუბურ სანტიმეტრზე. ეს კი არ არის საკმარისად მკვრივი იმისათვის, რომ სრულად კლდეებით იყოს დაფარული. ზომასაც თუ გავითვალისწინებთ, საუკეთესოდ ესადაგება მინი ნეპტუნისა თუ ოკეანით დაფარული წყლის სამყაროებს. ხოლო თუ პირველს გამოვრიცხავთ, ოკეანის გლობალური ეგზოპლანეტა დაგვრჩება.

თუმცა ისე შეიძლება არ გამოიყურებოდეს, როგორც თავად ფიქრობთ, მოქცევის გამო, მხარე, რომელიც ვარსკვლავისგან მუდმივად შორსაა, შესაძლოა, საკმარისად ცივი იყოს იმისათვის, რომ გაიყინოს. აი, მეორე მხარე კი საკმარისად თბილი უნდა იყოს იმისათვის, რომ საზღვაო ეკოსისტემა შემოგვთავაზოს. აქ ტემპერატურა დაახლოებით 20 გრადუსი უნდა იყოს. 

დედამიწის მსგავსი ატმოსფეროს აღმოჩენა პლანეტაზე ვების შესაძლებლობების პიკს წარმოადგენს, თუმცა ეს შესაძლებელია. ჩვენ უბრალოდ დასაკვირვებლად ბევრი დრო გვჭირდება. აზოტით მდიდარი ატმოსფეროც საჭიროებს მეტ მონაცემს და ერთზე მეტი წელია საჭირო იმისათვის, რომ გავიგოთ, აქვს თუ არა ამ პლანეტას ატმოსფერო, — აცხადებენ რენე დოიონი, ფიზიკოსი.

ერთი დიდი გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის წარმატებულ ცხოვრებას განსაზღვრავს

როგორ ამოვიცნოთ და დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან