in

თვალის ნიღბით ძილი მენტალურ მდგომარეობას აუმჯობესებს — კვლევა

იცოდით, რომ თურმე, ერთი პატარა ხრიკი არსებობს იმისათვის, რომ გაღვიძების პროცესს გონებრივად უფრო მომზადებული შეხვდეთ — თქვენ უბრალოდ თვალის ნიღაბი უნდა გაიკეთოთ… ამ გზით შუქის დაბლოკვა დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში და დადებითად აისახება თქვენს მეხსიერებაზეც. მკვლევრები აქ სინათლესა და ძილს შორის არსებულ მკაფიო კავშირზე საუბრობენ, რომლის კონტროლიც ძილის მართვაში გვეხმარება. 

M2
M2

ჩვენ გარშემო არსებული სინათლე ზემოქმედებს ძილის სტრუქტურასა და ხანგრძლივობაზე. გამოვიკვლიეთ, რა გავლენა აქვს თვალის ნიღბის კეთებას ძილის დროს მეხსიერებასა და სიფხიზლეზე, ცვლილებებზე, რომლებიც სასარგებლო იქნება ჩვენთვის ყოველდღიური ამოცანების შესრულების დროს, იქნება ეს სწავლა თუ მანქანის მართვა, — აცხადებენ მკვლევრები. 

ამ ყველაფრის დასადასტურებლად, 2 ექსპერიმენტიც ჩატარდა, პირველ მათგანში მონაწილეებს ძილის დროს 1 კვირის მანძილზე ნიღბის ტარება სთხოვეს, ეს მცირე პაუზებითაც შეეძლოთ გაეკეთებინათ, თუ მაგალითად, დისკომფორტს იგრძნობდნენ — შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეები უკეთესად უმკლავდებოდნენ სიტყვების დაწყვილების ასოციაციურ ამოცანას, რომელიც ზომავს კონკრეტული მოვლენებისა თუ გამოცდილებების გახსენების უნარს ძილის დროს თვალების ხელოვნურად დაფარვის შემდეგ. ამ შემთხვევაში ტესტიც, რომელიც რეაქციების დროს ზომავს, წარმატებით შეასრულეს.

რაც შეეხება მეორე ექსპერიმენტს, აქ მონაწილეებს თვალის ნიღბები ეკეთათ, მოწყობილობები კი სინათლის ინტენსიურობას ზომავდა მაშინ, როცა მათ ეღვიძათ. ხოლო  ძილის დროს სპეციალური მოწყობილობით ტვინის აქტივობასაც აკვირდებოდნენ. კვლავ დადგინდა, რომ თვალის ნიღბის ტარება ადამიანებს ახალი ინფორმაციების ათვისებასა და კარგი მეხსიერების ჩამოყალიბებაში ეხმარება. მეტიც, მონაცემების თანახმად, არსებობს კავშირი ნიღბის ტარებასა და ღრმა ძილს შორის, როცა საქმე მეხსიერების გაუმჯობესებას ეხება… 

ეს გვთავაზობს, რომ თვალის ნიღბის კეთება ძილის დროს ეფექტური, ეკონომიური, არაინვაზიური ქმედებაა, რომელიც სასარგებლოა კოგნიტიური ფუნქციისთვის და მას ყოველდღიური ცხოვრების გაზომვად გავლენებამდეც მივყავართ, — განმარტავენ მკვლევრები.

საინტერესოა ისიც, რომ ექსპერიმენტების დროს მონაწილეებს კითხვარები შეავსებინეს, სადაც ისინი ფიქრობდნენ, რომ თვალის ნიღბის ტარებას არ ექნებოდა გავლენა ძილის დროსა და ხანგრძლივობაზე… თუმცა მეცნიერთა თქმით, ამჟამინდელი კლიმატის, ძილზე დაკვირვებისა და კოგნიტიური გამაძლიერებლების გათვალისწინებით, კვლევა თვალის ნიღაბს წარმოგვიდგენს, როგორც მარტივ, ეკონომიურ და არაინვაზიურ საშუალებას, რათა ძილისგან მეტი სიამოვნება მივიღოთ.

რატომ აღვიძებს მუსიკა ჩვენში მოგონებებს? — კვლევა

Samsung Galaxy S23 სერია საუკეთესო შეთავაზებებით