in

თვალის შეუმჩნეველი მოძრაობები სამყაროს აღქმაში გვეხმარება

უკიდურესად სწრაფი თვალის მოძრაობები ქმნის “ბილიკებს”, ვიზუალურ დარტყმებს

როდესაც სცენას ვუყურებთ, ჩვენი თვალები წამში დაახლოებით სამჯერ გადადის ერთი წერტილიდან მეორეზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამ სწრაფ მოძრაობას, ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ეს ფაქტორი ვიზუალურ ინფორმაციას გვაწვდის იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს აღქმაში გვეხმარება.

მკაფიო დეტალების სანახავად, ადამიანის თვალები ხშირად პერიფერიული ხედვის ობიექტებზე ფოკუსირებისკენაა მიმართული. ეს უკიდურესად სწრაფი თვალის მოძრაობები ქმნის “ბილიკებს”, ვიზუალურ დარტყმებს.

რიჩარდ შვეიცარმა და მარტინ როლფსმა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოხალისეებს ექვსი ობიექტი აჩვენეს, სხვადასხვა ნიმუშით და ერთ ობიექტზე სთხოვეს ფოკუსირება. როგორც აღმოჩნდა, როდესაც მოხალისეებს თვალები მიზნისკენ მიჰქონდათ, ობიექტების პოზიცია იცვლებოდა. შემდეგ მკვლევრებმა იგივე ნიმუში ყველა ობიექტზე გამოიყენეს, რათა ისინი განურჩეველი ყოფილიყო.

უმეტეს შემთხვევაში მონაწილეებმა წარმატების იპოვეს სამიზნე, მაგრამ ამის ალბათობა უფრო მაღალი იყო, როდესაც მისი გადაადგილება მოძრაობის ზოლს მიჰყვებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ე. წ. ზოლებიდან მიღებული ინფორმაცია ჩვენს სწრაფად მოძრავ თვალებს ეხმარება, გამუდმებით ადევნოს თვალი ირგვლივ არსებულ ობიექტებს.

გაიგეთ, რა სიახლეს სთავაზობს “ალფა სახლი ნუცუბიძეზე” კოვიდვაქცინირებულ მომხმარებლებს

#რასშეჭამდი? – ბურგერების მოყვარულებს Burger ‘N Shake-ში გელიან