in

მნიშვნელოვანია თუ არა თვალით კონტაქტი კომუნიკაციისას? — კვლევა

ალბათ, ეს თქვენც ბევრჯერ გამოგიცდიათ… და როგორ ფიქრობთ, კომუნიკაციისთვის უბრალოდ ერთმანეთს რომ შევხედოთ ესეც საკმარისი იქნება თუ თვალით კონტაქტი აუცილებელია? ამ კითხვაზე კანადელ მეცნიერებს აქვთ პასუხი:

M2
M2

ეს კვლევა ერთ-ერთი პირველია, რომელიც რეალური საუბრების დროს თვალით კონტაქტზე ამახვილებს ყურადღებას. ჩვენდა გასაკვირად, აღმოვაჩინეთ, რომ ინტერაქციისას თვალით პირდაპირი კონტაქტი ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია სოციალური დინამიკისთვის. დრო, რომელსაც თვალით კონტაქტს ვუთმობთ, თუნდაც ეს რამდენიმე წამი იყოს, როგორც აღმოჩნდა, აუცილებელი ფაქტორია შემდგომი სოციალური ქცევის განსასაზღვრად.

ფლორენს მაირენდმა, თავის კოლეგებთან ერთად, უცხო ადამიანებისგან შემდგარი 15 წყვილის პირისპირ საუბრები შეისწავლა, რომელთაგანაც 25 ქალი იყო და 5 კაცი, ხოლო მათი ასაკი 18-24 წლამდე მერყეობდა. სათვალის მსგავსი სპეციალური მოწყობილობა ეკეთათ, რომელიც პირისა და თვალების მოძრაობებს აკვირდებოდა. პირველად კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენების თვალსაზრისით 12 ნივთი შეაფასებინეს, ხოლო მეორე ტესტირების დროს თითოეული ინდივიდის მზერა გაზომეს იმ სურათთან მიმართებით, რომელშიც პარტნიორის სახე სხვა მიმართულებით იხედებოდა.

სწორედ ამ ინტერაქციების დროს აღმოაჩინეს, რომ მონაწილეები პირდაპირ პარტნიორის სახეს კი არ უყურებდნენ, არამედ თვალები სხვა საგნებისკენ გადაჰქონდათ. ხოლო, როცა მათი მზერა სახისკენ ინაცვლებდა, ეს ძირითადად პირი და თვალის მიდამოები იყო და არა ის, რასაც ჩვენ თვალით კონტაქტს ვეძახით. რაც შეეხება დროს, როგორც აღმოჩნდა, მონაწილეები საუბრის მხოლოდ 12%-ს უთმობდნენ ინტერაქციულ შეხედვას, ანუ მუდმივ მზერას ერთმანეთის სახეებზე. კიდევ უფრო გასაკვირი კი ის იყო, რომ თვალით კონტაქტს მხოლოდ დროის 3.5% დაეთმო… 

არადა, ადრეული კვლევებიც გვეუბნება, რომ ეს კომუნიკაციისას ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მაირენდის ნაშრომის შედეგები ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა სამეცნიერო სფეროსთვის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა საკმაოდ მცირე მასშტაბის იყო, ამიტომ სოციალური შეტყობინებების კონტექსტი, რომელსაც ადამიანები თვალებით გადასცემენ ერთმანეთს, კვლავ ძალიან საინტერესო საკვლევ კითხვად რჩება მეცნიერებისთვის.

რა შეცდომა უნდა აირიდოთ LinkedIn-ზე, როცა გაყიდვებში მუშაობთ?

არიქა, ვაიბერში Marketer.ge-ის სტიკერები განახლდა!