in

ჩვენი ტვინი ახალი საკითხების შესწავლისთვის ავტომატურად გვამზადებს — კვლევა

კვლევით დადგინდა, რომ ის, რასაც ჩვენ არ ვიცნობთ, უნებლიედ სწავლის რეჟიმში გვაქცევს და სიახლეების შემეცნებისთვის გვამზადებს… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც კი ახალ რამეს ვხვდებით, ჩვენი ტვინი მოკლე სწავლის პერიოდს ააქტიურებს, რათა მომავალში მის შესახებ მეტი გაიგოს. ეს კი მეცნიერებს ქვეცნობიერი თუ ლატენტური სწავლის საკითხების გაგებაში დაეხმარება. 

M2
M2

ხოლო ის, თუ როგორ აღვიქვამთ სხვადასხვა საკითხს, კატეგორიზაციასთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს გზები არც ისე აშკარაა… კონკრეტულ კვლევაში კი სურდათ გაეგოთ, როგორ უწყობს ხელს შემთხვევითობები სხვადასხვა კატეგორიის შესწავლას.

ჩვენ სიახლეებს სამყაროში მათი შესწავლის მიზნის გარეშე ხშირად ვიკვლევთ. ახლა კი აღმოვაჩინეთ, რომ უბრალოდ მათთან გაცნობა ჩვენს გონებაში შთაბეჭდილებას ტოვებს და შემდგომში მათი შესწავლისთვის გვამზადებს, — ამბობს ვლადიმერ სლოუცკი, ფსიქოლოგი. 

კონკრეტული შედეგის მისაღებად გუნდმა 5 განსხვავებული ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობას 438 ზრდასრული მოხალისე იღებდა. მკვლევრებმა კომპიუტერული თამაში გამოიყენეს, რომლითაც მონაწილეებს უცნობი ფანტასტიკური არსებები აჩვენეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი კატისა და ძაღლის მსგავს კატეგორიებად იყოფოდა. 

პირველ ეტაპზე, მონაწილეებს დაავალეს სწრაფი რეაგირება მოეხდინათ არსებაზე, რომელიც მარცხენა წითელ ან მარჯვენა ლურჯ მხარეს ხტებოდა, თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ ამ პროცესში მონაწილეობას საიდუმლო არსებებიც იღებდნენ… შედეგად, ადამიანები, რომლებიც საწყის ფაზაში კონკრეტულ არსებებს ეცნობოდნენ, მომავალში მის შესწავლასაც უკეთ ახერხებდნენ.

შემდეგ ექსპერიმენტში ექსპლიციტური სწავლებაც გამოცადეს, რომელშიც ორი განსხვავებული კატეგორია განსაზღვრეს. 

მონაწილეებმა, რომლებიც A და B კატეგორიის არსებებს ადრეულ პერიოდში გაეცნენ, მათი მახასიათებლების განსხვავებაც მოახერხეს. მაგალითად, ისინი მიხვდნენ, რომ ლურჯი კუდის მქონე არსებებს ყავისფერი ხელები ჰქონდათ, ხოლო ნარინჯისფერი კუდის მქონეებს — მწვანე“, — აცხადებს ლეილა ანგერი, ფსიქოლოგი.

ექსპერიმენტში საწყისი ფაზის სურათებს თან შემთხვევით შერჩეული ერთი ან ორი ბგერაც ახლდა, მონაწილეებს კი ამჯერად ხმაზე უნდა ეპასუხათ და არა სურათზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არსებებზე ყურადღების მიქცევა აღარ სჭირდებოდათ… კონკრეტული კვლევით კი ვარაუდობენ, რომ პირველადი შესწავლა ქვეცნობიერის დონეზე ხდება.

არსებებთან შეხების ქონამ მონაწილეებს ლატენტური ცოდნა დაუტოვა, მაგრამ ისინი ორ კატეგორიას შორის განსხვავების დასადგენად მზად არ იყვნენ. მათ ჯერ ეს არ უსწავლიათ, მაგრამ ამისთვის მზად იყვნენ, — განმარტავს ანგერი.

მართალია, მსგავსი ლატენტური სწავლების კვლევები საკმაოდ იშვიათია, მაგრამ ფიქრობენ, რომ მომავალში ეს პროცესი ჩვილებსა და ბავშვებშიც უნდა შეისწავლონ.

ავტომობილები, რომლებსაც მომავლის კლასიკად ყოფნას უწინასწარმეტყველებენ

ბრენდებმა სოციალური მედიის მიღმაც უნდა იფიქრონ