in

რა ემართება ტვინს კონფლიქტის დროს?

M2
M2

როდესაც სხვა ადამიანთან ურთიერთობის პოტენციურ რღვევას ვაწყდებით, ჩვენი ტვინი ისე რეაგირებს, თითქოს რეალურ საფრთხეში ვიყოთ. შედეგად, სხეული ამ აღქმულ საფრთხეზე რეაგირებისთვის ემზადება და ცდილობს გაიგოს, რას განვიცდით.

ამ პროცესში ამიგდალა (პასუხისმგებელია ემოციების კონტროლსა და ემოციური მეხსიერების ფორმირებაზე) მონაწილეობს — მისი ერთ-ერთი ფუნქციაა შიშის გამოვლენა და სხეულის შესაბამისი რეაგირებისთვის მომზადება, რასაც სტრესის ჰორმონების გამოთავისუფლებით აკეთებს. ეს ინსტინქტური რეაქციები ზოგავს დროსა და ენერგიას, ხშირად გვიცავს კიდეც… მაგალითად, თუ შუა გზაზე დგახართ და მანქანა თქვენკენ მოდის, ძალიან სახიფათო იქნება, შიშის აღქმა რომ შეწყვიტოთ.

საგულისხმოა, რომ რაც უფრო მეტად შეძლებთ ინსტინქტური რეაქციების დაკვირვებას, მით უკეთ მოახერხებთ იმ ყალბი ისტორიების რეალურისგან განსხვავებას, რომლებსაც ტვინი აყალიბებს. მას შემდეგ, რაც პატარა კადრებს შექმნით უსიამოვნო ეპიზოდიდან, შეგიძლიათ ხელახლა შეაფასოთ იგი. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ხელახალი შეფასება — ემოციური სიტუაციის გადაფასება უფრო პოზიტიურ ან ნეიტრალურ ჭრილში — ადამიანებს ფოკუსირებასა და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

ყურადღება მიაქციეთ სტრესის დონეს

სტრესის გამწვავებასთან ერთად, ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება „ამიგდალას ხაფანგების მიმართ“. რთული სიტუაციებისთვის მარტივი კითხვების არსებობა დაგეხმარებათ, ხელოვნური სიმშვიდე დაკარგოთ და სტრესის შემცირებაზე პროდუქტიულად იზრუნოთ:

დეჰიდრატირებული ვარ?
მშია?
როგორ მეძინა წუხელ?
კიდევ რა მაწუხებს?
რაიმე დედლაინი მიახლოვდება?
დაძაბულ ურთიერთობაში ვარ?
ბოლოს როდის გავაკეთე ის, რაც მომეწონა?

თქვენი გონებრივი რესურსების ამ გზით მონიტორინგი განსხვავებული პერსქპექტივების შემუშავებაში დაგეხმარებათ. როგორც HBR-ის რედაქტორი ემი გალო აღნიშნავს, 2020 წლის განმავლობაში რეგულარულად უწევდა საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შემეცნებითი დატვირთვა სხვების ქცევის ინტერპრეტაციას აიძულებდა, რადგან საფრთხეს გრძნობდა. „როდესაც გადარჩენის რეჟიმში ხართ, არ გაქვთ ზედმეტი ძალა სტრესის დასაძლევად“.

დროის ძალა

ხშირად კარგი ღამის ძილი ზუსტად ის არის, რაც აზროვნების გასაჯანსაღებლად გვჭირდება. ამიტომაც, აუცილებელია, საკუთარ თავს გარკვეული დრო მისცეთ და იმ პრობლემებზე, რომლებსაც მოცემულ მომენტში აწყდებით, მოგვიანებით იფიქრეთ. გადით გარეთ ან მოუსმინეთ საყვარელ სიმღერას — მოკლედ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებთ და ყურადღების გადატანაში გეხმარებათ. შემდეგ კი დაუბრუნდით პრობლემას და ნახეთ, გაქვთ თუ არა განსხვავებული თვალსაზრისი…

ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მთლიანად უნდა დააიგნოროთ კონფლიქტი ან თავი მოაჩვენოთ, რომ ეს არ გაწუხებთ. ბოისის თანახმად, რთულ სიტუაციებზე ფიქრი რეალურად შეიძლება მომგებიანი იყოს, თუ თქვენი გონება ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრაზე. მარტივად, ჩვენს გონებას ხშირად შეუძლია ჩვენს წინააღმდეგ იმუშაოს კონფლიქტის მომენტებში. თუმცა ამის ჩვენს საკეთილდღეოდ შემობრუნება შეგვიძლია…

ჯეიმი ოლივერის Pasta Dreams-ის ფსიქოდელიური იდენტობა

ტექნოლოგია და სილამაზე – რა როლს ასრულებს ინოვაციები ესთეტიკის ინდუსტრიაში