რა სჭირს ჩვენს ტვინს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა ემართება მას გარდაუვალი სტრესისგან და როგორი ზემოქმედება აქვს კარგ მუსიკას მასზე? ამ კითხვებზე პასუხის პოვნა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანია Grolsch-მა გადაწყვიტა და ამისთვის ძალიან საინტერესო ექსპერიმენტიც ჩაატარა. სპეციალური ტექნოლოგიის, მოხალისეების და ცნობილი ბენდის დახმარებით, ბრენდმა ჯერ კარგი მუსიკის გავლენის ქვეშ მყოფი ტვინის ფუნქციონირების ვიზუალიზაცია მოახდინა. შემდეგ კი მონიტორზე ასახული ლამაზი ფერები და უჩვეული მოძრაობები მოულოდნელი ყოველდღიური სტრესის ხმებმა რადიკალურად შეცვალა. ამ ექსპერიმენტით Grolsch-ს კიდევ ერთხელ სურდა ხაზი გაესვა იმისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტვინის ხშირი დასვენება და განტვირთვა. ბრენდმა, რომელიც წლევანდელი Awake ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია, კამპანია სააგენტო Kubis Interactive-სთან ერთად განახორციელა.