in

ტვინის იმპლანტით ქალმა, რომელიც 17 წელი ვერ საუბრობდა, ლაპარაკი შეძლო!

თითქმის 20 წლის წინ, 30 წლის ქალმა ტვინის ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ ვერ ლაპარაკობდა, ახლა კი მას ტვინის ახალი იმპლანტით (BCI) ფიქრების სიტყვებად გარდაქმნის საშუალება მიეცა, თანაც რეალურ დროში! ტვინის აქტივობის გაანალიზებით და მისი ხმის სინთეზირებულ ვერსიად თარგმნით, ამერიკელი მკვლევრების ინოვაციურმა მეთოდმა უკან ჩამოიტოვა ის იმედგაცრუებები, რომლებიც ტექნოლოგიის წინა ვერსიებმა შემოგვთავაზა.

ჩვენს სხეულს ფიქრების ხმით გადმოცემა რომ შეუძლია, ეს ხშირად თანდაყოლილი უნარია, მაგრამ ისეთ შემთხვევებში, როცა ხმის წარმოქმნის უნარი მოწყვეტილია ტვინის მეტყველების ცენტრებს, მაგალითად, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის ან ნერვული სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილების დაზიანების დროს, ტვინის იმპლანტები, სპეციალურ პროგრამებთან ერთად, ახალ შანსს გვპირდება.

M2
M2

აქ დროა ყველაზე მნიშვნელოვანი — თუ ჩვეულებრივ შემთხვევებში ეს ავტომატურად ხდება, დამხმარე ტექნოლოგიებს ხან წამები აგვიანდება, რაც ხშირად არ არის კომფორტული. ამ დაბრკოლებას კი სწორედ ახალი BCI ტექნოლოგია აგვარებს. მკვლევრებმა მოქნილი, სიღრმისეული სწავლების ნერვული ქსელი 47 წლის პაციენტის სენსორულ-მოტორული ქერქის აქტივობებით გაწვრთნეს და მან 1000-ზე მეტ სიტყვიანი ლექსიკონიდან 100 უნიკალური წინადადების გადმოცემა მოახერხა. ამასთან, 50 ფრაზაც გამოიყენეს, რომლებიც მოკლე სიტყვებისგან შედგებოდა.

წინა მეთოდებისგან განსხვავებით, პროცესი არ ითხოვდა პაციენტისგან ვოკალიზების ცდას, მას უბრალოდ გონებაში უნდა ეფიქრა იმ წინადადებებზე, რომელთა თქმაც სურდა. შედეგები კი გასაოცარი იყო — წუთში ნათარგმნი სიტყვების საშუალო რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატებოდა წინა მეთოდებს. ამასთან, მეტყველების ტემპიც უფრო ჰგავდა ბუნებრივს და სხვა მეთოდებზე 8-ჯერ სწრაფი იყო!

აღსანიშნავია, რომ ამ სისტემამ ნერვული სიგნალების ინტერპრეტაციაც შეძლო იმ სიტყვებით, რომლებზეც არ გაწვრთნილა… ავტორების თქმით, კლინიკურად ხელმისაწვდომი რომ გახადონ ეს მოდელი, ჯერ კიდევ ბევრი საკითხის გაუმჯობესება დასჭირდებათ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შორს მიდის ტექნოლოგია ბოლო წლებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მალე ის ადამიანებიც თავისუფლად ისაუბრებენ, რომლებსაც სკლეროზი აქვთ ან ინსულტი გადაიტანეს…

რას ისწავლი სტეპის მარტექის კურსზე?

დიდი კორპორაციიდან უბნის მაღაზიამდე – ანუ როგორ გამოიყურება წარმატება ვახტანგ კაჭარავასთვის