in

ადამიანის ტვინის ქსოვილით კომპიუტერი შექმნეს!

რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ ტექნოლოგიურ წინსვლაზე, არცერთი კომპიუტერია ადამიანის ტვინივით ძლიერი და კომპლექსური. იმ დონეზე, იმ ხარისხითა თუ სიჩქარით ვამუშავებთ ინფორმაციას, რასაც დღეს ვერცერთი კომპიუტერი შეძლებს. ეს კი ნეირონების დამსახურებაა, რომლებიც როგორც პროცესორის, ისე მეხსიერების ბარათის ფუნქციებს ითავსებს. ძალიან ბევრს კი ეცადნენ, კომპიუტერიც ადამიანის ტვინის მსგავსი ყოფილიყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა… ამიტომ, ახლა კომპიუტერზე პირდაპირ ადამიანის ტვინის ქსოვილის დამატება ცადეს

Brainoware უწოდეს და იგი მუშაობს კიდეც. ისეთი ამოცანები დაასწავლეს, როგორებიცაა მეტყველების ამოცნობა და არაწრფივი განტოლებების პროგნოზირება. მართალია, იმაზე ნაკლებად ზუსტი იყო, ვიდრე AI-ზე მომუშავე კომპიუტერი, მაგრამ ეს მაინც პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი ტიპის კომპიუტერულ არქიტექტურაში. 

ისიც აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი ყველა ეთიკური სახელმძღვანელო წესის დაცვით მიიღეს, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი მაინც წუხს ამ ფაქტის ეთიკურ მხარეზე — ორგანოიდული სისტემების განვითარებასთან ერთად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, გაიაზრონ ის ნეიროეთიკური საკითხები, რომლებიც ადამიანის ნერვული ქსოვილისა და ბიოკომპიუტერული სისტემების ირგვლივ არსებობს.

კონკრეტულ შემთხვევაში მკვლევრებმა რეალური ადამიანის ტვინის ქსოვილი გამოიყენეს, რომელიც ლაბორატორიაში იყო გაზრდილი. ეს რეალური ადამიანის ტვინი კი არ არის, უბრალოდ ქსოვილს მსგავსი განლაგება აქვს და გამოგვადგება იმის შესწავლაში, თუ როგორ მუშაობს ტვინი ისე, რომ რეალურ ადამიანთან არავითარი შეხება ჰქონდეთ.

Brainoware ტვინის ორგანოიდებისგან შედგება, რომლებიც მაღალი სიმკვრივის მქონე მიკრო ელექტროდებს უერთდება ხელოვნური ნერვული ქსელის გამოყენებით. ელექტრონულ სტიმულაციას ინფორმაცია გადააქვს ორგანოიდში, რეზერვუარში, სადაც ინფორმაცია მუშავდება, სანამ Brainoware გამოთვლებს ნერვული აქტივობის ფორმით აკეთებს. ეფექტურობა რომ შეემოწმებინათ, 240 აუდიო კლიპი აჩვენეს, რომლებსაც 8 მამაკაცი ახმოვანებდა და სთხოვეს ერთი კონკრეტულის ხმა დაედგინა — Brainoware-მა სპიკერის იდენტიფიცირება 78%-იანი სიზუსტით შეძლო. ხოლო მათემატიკური დინამიკური სისტემა იმაზე ზუსტად გამოიცნო, ვიდრე ხელოვნურმა ნერვულმა ქსელმა…

მართალია, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი შეზღუდვები არსებობს, იმის ჩათვლით, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ცოცხალი და ჯანსაღი ორგანოიდები, თუმცა მაინც Brainoware-ს არა მხოლოდ კომპიუტერულ საკითხებში ექნება გავლენა, არამედ ადამიანის ტვინის საიდუმლოებების გაგებაშიც. 

შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს ბიოკომპიუტერული სისტემების შექმნას, მაგრამ ეს კვლევა მეტად სავარაუდოა, რომ ფუნდამენტურ ინსაითებს მოგვაწვდის სწავლების მექანიზმებზე, ნერვულ განვითარებასა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების კოგნიტიურ შედეგებზე. ეს ახალი თერაპიების გამოცდის მეთოდების განვითარებაშიც კი შეიძლება, გამოგვადგეს, — განმარტავენ მკვლევრები.

კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა

რატომაა მნიშვნელოვანი Fitpass-ისთვის სფოთლაითის მხარდაჭერა