in

მეცნიერებმა ტვინის ყველაზე დიდი რუკა შექმნეს!

ეს იმ მედიკამენტების წინაპირობაა, რომლებიც დემენციის, ალცჰაიმერის, პარკინსონისა და სხვა მსგავსი დაავადებების განკურნებაში დაგვეხმარება… მართალია, ჩვენი ტვინის შემადგენელი ბიოლოგიური მასალის შესწავლა დიდ გამოწვევას წარმოადგენს მეცნიერებისთვის, მაგრამ ახლა მათ ყველაზე ყოვლისმომცველი რუკა შეიმუშავეს. ისეთი, როგორიც აქამდე არ გვქონია — ტვინის ატლასი, რათა უკეთ გავიგოთ ტვინის უჯრედების შესახებ იმ იმედით, რომ ეს ზემოთ აღნიშნული დაავადებებისთვის საჭირო წამლების შექმნაში დაგვეხმარება.

M2
M2

და თუ ექსპერტებსაც დავეყრდნობით, ეს ისტორიული მომენტია. მაღალი გარჩევადობის მქონე უჯრედებით ტვინის ახალი ატლასი მეცნიერული საფუძვლის მსგავს საკითხს წარმოადგენს —  იარაღს, რომელიც ნეიროფსიქიატრიული დარღვევების პირისპირ შეგვიძლია გამოვიყენოთ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თანახმად კი, 2020 წელს ამერიკაში ალცჰაიმერი სიკვდილიანობის მიზეზებში მეექვსე ადგილს იკავებდა, თუმცა 2060 წლისთვის 14 მილიონ ამერიკელს ექნება ეს დაავადება… პროგნოზები სავალალოა, მაგრამ სიტუაციას კიდევ უფრო ის ამძიმებს, რომ ამ მონაცემებში ათობით სხვა ნევროლოგიური მდგომარეობა თუ მათი გავლენა ცხოვრების ხარისხზე არ არის გათვალისწინებული. 

ეს ყველა დაავადებას ხვალვე ვერ გაუმკლავდება, თუმცა სფეროს დიდი წინსვლაა და ის, რაც სწრაფად გაგვაკვირვებს, თუ როგორ ვატარებდით კვლევებს მსგავსი წყაროს გარეშე, — აცხადებს ედ ლეინი, ნეიროლოგიის პროფესორი და მთავარი წევრი იმ მეცნიერული არმიისა, რომელიც 21 ცალკეულ კვლევას აერთიანებს და ჩვენს გონებაზე უპრეცედენტო ხედვას გვთავაზობს. 

მეცნიერები იმაზეც საუბრობენ, რომ ტვინის შესწავლა, სხვა ორგანოებთან შედარებით, ყველაზე რთულია, მისი მოწყვლადობისა და კომპლექსურობის გამო. დღეს კი ტვინის ატლასს დიდი იმედით უყურებენ, რომელიც ალცჰაიმერის მიკროგლიაზე და ტვინის სხვა 170 მილიარდ უჯრედზე მოგვაწვდის ინფორმაციას, ხელს შეუწყობს მომავალ სამედიცინო მიღწევებს… 

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მეცნიერებმა ზოგიერთი დაავადების შესახებ უკვე ბევრი რამ იციან. მაგალითად ის, რომ პარკინსონის დაავადება დიდად უკავშირდება დოფამინს და ალცჰაიმერი ტვინში ბეტა-ამილოიდური დაფის დაგროვებას. ხოლო თუ მეცნიერები ტვინის მსგავსი სამშენებლო ბლოკებისშესახებ გაიგებენ, უკეთაც შეძლებენ ეფექტური მედიკამენტების შექმნასა და დასახული მიზნების მიღწევას. იმასაც უსვამენ ხაზს, რომ, შესაძლოა, ამ მიღწევის გავლენა ახლა შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ დრო დაამტკიცებს, რომ ეს რევოლუციური მნიშვნელობისაა მეცნიერებისთვის.

ჩვენ ახლა GPS სისტემა ჩამოვაყალიბეთ, რაც უფრო მეტად გვაახლოებს ისეთ საკითხებთან, რისი გაკეთებაც შეგვიძლია დაავადებებთან დაკავშირებით. თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ უნდა გამოიყენონ მეცნიერებმა ის, როგორ შექმნან რესურსები, რომლითაც მთელი კაცობრიობა ისარგებლებს…, — განმარტავს ლეინი.

Foris Development – „გვსურს, ჩვენი პროექტებით ვიყოთ ქალაქის ურბანული განვითარების საამაყო ნაწილი“

Timberland 50 წლის იუბილეს დოკუმენტური ფილმით აღნიშნავს