ზაფხულთან ერთად მოგზაურობის სეზონიც მეტად აქტიურდება — ბევრი ჩვენგანი გადაივლის ქვეყნებს, ზღვებსა და ოკეანეებს და „საოცნებო ადგილას“ გაემგზავრება. უბრალოდ, ამ სასიამოვნო თავგადასავლებთან ერთად საინტერესოა, რას ფიქრობენ ადამიანები ე. წ. „თვითმფრინავის დაუწერელ ეთიკაზე“, ანუ როგორ უნდა მოიქცნენ მგზავრები ამ ცაში გამოკიდებულ, დახურულ სივრცეში.
სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა Kayak-მა უახლესი კვლევა, რომელშიც ხალხის მიერ გამოთქმული აზრები პროცენტული სტატისტიკითაა წარმოდგენილი:
- მგზავრების 57% ფიქრობს, რომ თუ შუა სავარძელზე ზიხართ, ორივე სახელურის გამოყენების უფლება არ უნდა გქონდეთ;
- მგზავრების 86%-ს არ სურს, ვინმემ პირადი ნივთების გაზიარება სთხოვოს, თუკი არ იცნობენ;
- მგზავრების 66% ფიქრობს, რომ ზარის ღილაკის გამოყენება ერთზე მეტჯერ არ უნდა იყოს შესაძლებელი;
- მგზავრების 92%-ს არ სურს, რომ ფრენისას ვიღაცები ფრჩხილებს იჭრიდნენ;
- მგზავრების 70%-ს აწუხებს, როცა სხვები ყურსასმენების გარეშე უსმენენ მუსიკას, ფილმებს თუ გადაცემებს;
- 78%-ის თქმით, ფეხები „გაფარჩხული“ არ უნდა ჰქონდეთ მგზავრებს ისე, რომ სხვის სივრცეს არღვევდნენ;
- 93%-ს აწუხებს სხვების ფლირტაობისა და „ხვევნა-კოცნის“ ყურება;
- 67% ამბობს, რომ უმჯობესია, მხოლოდ ერთი დენქცვიტა გამოიყენოთ;
- 56%-ს არ სიამოვნებს, როცა მგზავრები ფეხსაცმელს იხდიან;
- ხოლო 80%-ს აღიზიანებს, როცა ნაცნობები ერთმანეთს სხვადასხვა რიგიდან ესაუბრებიან.
და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ვრცელი ფაქტორებისა, რომლებიც თვითმფრინავში ადამიანებს აწუხებთ. ამიტომაც, კომპანიამ სპეციალური ვებგვერდიც კი შექმნა, რომელზეც გამოკითხულთა აზრებია თავმოყრილი.