in

როცა თვითმფრინავის ერთი ბილეთი საუკეთესო გამოსავალია – Southwest Airlines–ის სახალისო რგოლი

ალბათ არავისთვისაა უცნობი ის უხერხული მდგომარეობა, რომლის დროსაც თვითმფრინავის ერთი ბილეთი სადმე სხვა ქვეყანაში, ყველაზე დიდი შვებაა. ამერიკულმა ავიაკომპანია Southwest Airlines–მა მომხმარებელს ახალი კამპანია “Get Away”–ს ფარგლებში ძალიან სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი Noblest Lady–ი შესთავაზა. არაჩვეულებრივი, ულამაზესი ქალბატონებით სავსე დარბაზში, საუკეთესოს ძებნის დროს ნებისმიერმა შეიძლება დაუშვას ფატალური შეცდომა და მცდარი არჩევანი გააკეთოს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა რგოლის მთავარი გმირი, რომლისთვისაც იმ მომენტში თვითმფრინავის ერთი ბილეთი, საშვილიშვილო სირცხვილისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა.

M2

 

https://www.youtube.com/watch?v=_BfNENrpGBg

პატარა გოგონა, რომელიც საბრძოლო ხელოვნებას ძმის დასაცავად დაეუფლა – Nissan–ის ვიდეორგოლი

ნარჩენებისგან შექმნილი აფრიკული ნიღბები – Greenpeace–ის კამპანია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ