14
Aug
2017

როგორ გავიყვანოთ დრო თვითმფრინავით მგზავრობისას – მოყვარული მოგზაურის განსხვავებული მეთოდი

14 Aug 2017

წიგნის კითხვა, ფილმის ყურება ან თუნდაც, ძილი, თვითმფრინავში დროის გაყვანის უკვე ტრადიციული, ნაცადი და შესაძლოა, ზოგისთვის მობეზრებული მეთოდებია. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს, მსგავს თუ სხვა სიტუაციაში, შეუძლია ორიგინალური თავშესაქცევის მოფიქრება. მაგალითად, ერთ-ერთმა მოგზაურმა ღრუბლებზე მაღლა ფრენისას, გადაწყვიტა ილუმინატორზე სხვადასხვა თემატიკის, სასაცილო ნახატები გამოესახა, რაც ნამდვილად სახალისო, ამასთან, ორიგინალური თავშესაქცევია. იდეის ავტორი ყოველი ფრენისას განსხვავებულ ნახატს ქმნიდა, ფოტოს უღებდა და საკუთარი Instagram გვერდის საშუალებით, უზიარებდა საზოგადოებას.

განხილვა