in

თვითშემეცნება ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს — ფსიქოლოგების დასკვნა

M2
M2

ფსიქოლოგები თვითშემეცნებას მოიხსენიებენ, როგორც ემოციური ინტელექტის ასპექტს. ეს არის საკუთარ თავზე ფიქრის უნარი და ძლიერი თუ სუსტი მხარეების ზუსტად შეფასების უნარი. ხოლო მეორე ნახევარი იმის გაცნობიერებაა, თუ როგორ მოქმედებთ სხვა ადამიანებზე.

იმის გათვალისწინებით, როგორ აისახება ჩვენი ქცევა სხვებზე, ისინი ერთგვარად ჩვენი ქმედებების საპასუხოდ მოქმედებენ. „თვითშეგნების მეშვეობით, შეგვიძლია, ადამიანებს უფრო კომფორტულად ვაგრძნობინოთ თავი, რასაც გაცილებით პროსოციალურ და ჯანმრთელ სოციალურ გარემომდე მივყავართ. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ თვითშემეცნება სულ ერთ ღამეში შეცვლიდა სამყაროს, თუ ყველა გაითვალისწინებდა ამ პრაქტიკას“, — ამბობს რამანი დურვასულა, კლინიკური ფსიქოლოგი სამხრეთ კალიფორნიაში.

მარტივად რომ ვთქვათ, თვითშემეცნება კარგი ცხოვრების გასაღებია. ფსიქოლოგ რიკ ჰანსონის თქმით, „რაც უფრო მცოდნე ხარ, მით მეტი ინფორმაცია გაქვს“. თუმცა სულ უფრო დაბნეულ და ტექნოლოგიურ სამყაროში, როგორც ჩანს, თვითშემეცნება კლებულობს. მაგალითად, 20 წლის კარა მაკდაფი მიხვდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა საკუთარი თავის შესახებ და ამის გამოსწორება სურდა — სრულყოფილი ურთიერთობებისთვის, კარიერისა და გარკვეული მისიისთვის. ამიტომაც, თერაპიის დროს მან იმის გარკვევა დაიწყო, თუ რა გაახარებდა რეალურად.

ახლა კი მაკდაფი თავად წერს თვითშემეცნებაზე და ცდილობს, თვითრეფლექსიის ნაყოფი დაენერგა მოზარდებში. „ჩვენი ტელეფონებითა და ტექნოლოგიებით იმდენი ყურადღება გვეფანტება… თითქოს, აღარ არსებობს მომენტი, როდესაც ბავშვებს გაჩერება და ოცნება შეეძლებათ“. ამის ნაცვლად, თინეიჯერები ვითომ სასურველი ცხოვრების სურათებით არიან გარშემორტყმულნი, რომლებიც უბრალოდ სოციალური მედიისთვის შეიქმნა.

დურვასულას თქმით, ინტროსპექციის გარდა, თვითშემეცნება ასევე მოიცავს რეგულირებას, თუ როგორ ფიქრობს და მოქმედებს ადამიანი მოცემულ მომენტში, და იმის გაგება, თუ როგორ ზემოქმედებენ ისინი სხვებზე და როგორ აღიქმებიან ისინი. სხვა საკითხებთან ერთად, საკუთარი თავის შეცნობა შეიძლება სხვების გაცნობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს.

გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებლია, რომ თვითშემეცნება საკუთარი თავის თანაგრძნობას მოითხოვს. „თვითცნობიერება იმას არ ნიშნავს, რომ დადიხარ და იმაზე ფიქრობ, თუ როგორი შესანიშნავი ხარ. არამედ, ეს ზუსტი თვითშეფასებაა. ვფიქრობ, ძალიან დიდი დრო და ყურადღება დაიხარჯა თვითშეფასებაზე. თვითშემეცნება კი თვითშეფასების ტოლფასი არ არის. ეს უკანასკნელი ყოველთვის ზუსტი არ არის და მეტად სუბიექტურობაზეა დაფუძნებული“, — განმარტავს დურვასულა.

თვითშემეცნებას კოლექტიური სიკეთის მოტანა შეუძლია. „ჩვენ ყველა ასე სწრაფად ვმოძრაობთ. და ეს სიჩქარე ნამდვილად იწვევს სტრესს, შფოთვას და ყურადღების გაფანტვას. შესაბამისად, ძალიან რთულია საკუთარი თავის შეცნობა“.

Calligraphy Tower-ის ცათამბჯენის C ბლოკში გაყიდვები დეკემბრიდან იწყება!

„თეატრი“ – „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა